:: English ::


შესავალი

ახალგაზდული წითელი ჯვარი არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ახალგაზრდების როლი ეროვნული საზოგადოების საქმიანობაში აღიარებული და მოწონებულია. ახალგაზრდული წითელი ჯვრის ლიდერებს, ასევე ახალგაზრდებს და მოზარდებს წითელი ჯვრის საქმიანობებში ჩართვით საშუალება ეძლევათ იმსახურონ როგორც მოძრაობის მოხალისეებმა.

I ნაწილი

ახალგაზრდული წითელი ჯვრის საქმიანობა მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის აქტიურ ჩართვას მოძრაობაში და წითელი ჯვრის საქმიანობებში, როგორც ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელი და მმართველობითი ორგანოების საქმიან პარტნიორებად, თანამშრომლებად, მოხალისეებად და დახმარების მიმღებებად.
ახალგაზრდული წითელი ჯვარი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს გაავრცელონ ცოდნა მოძრაობის შესახებ და იმოქმედონ მისი ძირითადი პრინციპების შესაბამისად ეროვნული საზოგადოების საქმიანობის ძირითად სფეროებში, კერძოდ:

  • ჯანდაცვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;
  • მოძრაობის შესახებ ცოდნის გავრცელება და წითელი ჯვრის როლის უკეთ გაგება;
  • კატასტროფებისათვის მზადება და რეაგირება;
  • საერთაშორისო მეგობრობისა და ჰუმანიტარული ფასეულობების შემეცნება

ახალგაზრდები წამყვან როლს ასრულებენ მოძრაობის ძირითადი პრინციპების უზრუნველყოფაში, ასევე ადგილობრივ დონეზე დაუცველი ადამიანებისათვის მომსახურების გაწევასა და განვითარების პროგრამებში. ისინი იდეალურ პოზიციაში არიან, რათა განსაზღვრონ ახალგაზრდების და სხვათა საჭიროებები ფართო საზოგადოებაში. ისინი შეიმუშავებენ და განახორციელებენ პროგრამებს. ახალგაზრდობა მიზანდასახული გუნდია და მნიშვნელოვანი დასაყრდენია ორგანიზაციისთვის, როგორც ეროვნული საზოგადოების წევრები და მოხალისეები. სრულად არიან რა ჩაბმულნი გადაწყვეტილებების მიღებასა და მმართველობაში, ისინი იძენენ, როგორც გამოცდილებას, ასევე შემოქმედებით

II ნაწილი

ამჟამად სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახური ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს: პროექტი სახელწოდებით ‘შენ მარტო არ ხარ"; საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები; ინტელექტუალური ვიქტორინები სკოლებში; წჯ კლოუნების პროექტი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში.

"შენ მარტო არ ხარ!"


პროექტის მიზანს წარმოადგენს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ბავშვთა დახმარება. ამ მიზნით საქართველოს ახალგაზრდული წითელი ჯვარი ახორციელებს სოციალურ პროექტს თბილისის საჯარო სკოლებთან ერთად დევიზით `შენ მარტო არ ხარ!~. პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე ამოცანის შესრულებას:
1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ბავშვთა საკვები პროდუქტების პაკეტით, სასკოლო მასალებით და მცირე მასშტაბის გასართობი ღონისძიებით უზრუნველყოფა.
2. სოციალურად დაუცველი ბავშვების მიმართ ჰუმანური მიდგომის ჩამოყალიბება; წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფუძემდებლური პრინციპებისა და ჰუმანიტარული ღირებულებების შესახებ ცოდნის გავრცელება.
3. წითელ ჯვარში მოხალისეების მოზიდვისა და მათი სხვადასხვა ჰუმანიტარულ, საქველმოქმედო და სოციალურ საქმიანობებში ჩართვის უზრუნველყოფა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები

2007 წლის დეკემბრიდან სწჯს-ის ახალგაზრდულმა სამსახურმა დაიწყო წითელი ჯვრის საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკების პროექტის განხორციელება. Pპროექტის მიზნებს წარმოადგენს: ფონდების მოძიება სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახურის შემდგომი განვითარებისათვის; სწჯს-ის მოხალისეების ბანაკებში ჩართვა და მათი წახალისება; ახალგაზრდულ სამსახურებს შორის ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათ შორის თანამშრომლობის უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადაყვანა.
P პროექტი ითვალისწინებს შემდეგ საქმიანობებს:

  • გართობა და აქტიური დასვენება;
  • საკუთარი ქვეყნის წჯ/წნ ეროვნული საზოგადოების წარმოდგენა და დაგროვილი სამუშაო გამოცდილების გაზიარება;
  • მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებები;
  • ბანაკში ერთობლივი, ერთი კონკრეტული სახალისო-შემეცნებითი პროექტის დაგეგმვა და მომდევნო წელიწადს მისი უცილობელი განხორციელება.

ინტელექტუალური ვიქტორინები სკოლებში


საქართველოს წითელი ჯვრის ახალგაზრდული სამსახური აწყობს ინტელექტუალურ ვიქტორინებს თბილისის სკოლებს შორის. ვიქტორინის მოწყობის მთავარი მიზნებია: ქველმოქმედება, ეროვნული საზოგადოების შესახებ ცოდნის გავრცელება და ახალგაზრდა მოხალისეთა მოზიდვა.
ღონისძიებაზე დასწრება ფასიანია და შემოსული თანხის სრული ოდენობა ხმარდება წინასწარ განსაზღვრულ კონკრეტულ ღონისძიებას.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 2008 წლის 7 მაისს თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდულმა სამსახურმა გამართა ინტელექტუალურ ვიქტორინა.
გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო საჩუქრები, კერძოდ კი მაღალი ხარისხის ლიტერატურა გადასცა გამომცემლობების "ინტელექტი" და "არტანუჯი"-ს წარმომადგენელმა, ასევე მათ გადაეცათ საქველმოქმედო ფონდ "იავნანას"-ს მიე დაწესებული საკითხავი ლიტერატურა და სამახსოვრო საჩუქრები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისაგან.


წჯ კლოუნების პროექტი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში


წჯ კლოუნების პროექტი ემსახურება შემდეგ მიზნებს: ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, თვითდაჯერებულობის ჩამოყალიბება და ნდობის ფაქტორის ამაღლება სხვა თანატოლების მიმართ; მიუსაფარ მოზარდთა გახალისება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.; ტრეინინგების საშუალებით საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებში ცოდნის ამაღლება ბაშვებთან ურთიერთობების სფეროში.
აღნიშნული პროექტის მეშვეობით ახალგაზრდული სამსახური განახორციელებს სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს ბავშვთა სახლებში, ბავშვთა საავადმყოფოებში და კოლექტიურ ცენტრებში, სადაც განთავსებულნი არიან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვები.