| საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტრუქტურა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. შესაბამისად, შექმნილია ადგი-ლობრივი ორგანიზაციების ქსელი, რომელიც საშუა-ლებას აძლევს ეროვნულ საზოგადოებას, მოიზიდოს ახალი წევრები და მოხალისეები მისი საქმიანობის გაფართოების მიზნით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტრუქტურაში შედის:
- ცენტრალური აპარატი;
- ადგილობრივი (დაბის, რაიონული და საქალაქო) ორგანიზაციები.
ხელმძღვანელი ორგანოები ცენტრალურ დონეზე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ცენტრალურ დონეზე ხელმძღვანელობენ:
- გენერალური ასამბლეა;
- გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმი;
- პრეზიდენტი;
- ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი;
- საფინანსო კომისია
განსაზღვრება
ხელმძღვანელობა- არის ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა გზით ხდება ორგანიზაციის მართვა.
ხელმძღვანელი- ნიშნავს ხელმძღვანელობის უზრუნველმყოფს და კონცენტრირებულს სტრატეგიულ და გრძელვადიან პერსპექტივაზე
ხელმძღვანელი ორგანო
არის ის საწესდებო ორგანო, რომელიც შექმნილია იმ მიზნით, რომ განახორციელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ამოცანები.
ელმძღვანელი ორგანოების ამოცანები
წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მინიმალური მოთხოვნების თანახმად, ხელმძღვანელი ორგანოების ამოცანებია:
- ეროვნული საზოგადოების მისიის და პოლიტიკის ფორმულირება;
- ეროვნული საზოგადოების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
- ეროვნული საზოგადოების მიზნების დასახვა.
ხელმძღვანელი ორგანოების ამოცანები
სტრუქტურისა და ორგანიზაციული კულტურის განვითარება დასახული მიზნების მისაღწევად;
გაჭირვებული ჯგუფების და დახმარების მიმღებთა კრიტერიუმების განსაზღრა;
წევრობის კონტროლი;
ეროვნული საზოგადოების სტრუქტურის დამტკიცება და სამდივნოს მუშაობის შეფასება;
ფილიალების სტრუქტურის დამტკიცება;
ეროვნული საზოგადოების წესდების და შიდა დებულებების შესაბამისობის კონტროლი ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან და წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის მიზნებთან;
ხელმძღვანელი ორგანოების ადგილობრივ დონეზე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივ დონეზე ხელმძღვანელობენ:
- ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრება;
- ადგილობრივი ორგანიზაციის საერთო კრების პრეზიდიუმი;
- ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე.
მმართველობითი ორგანო
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მმართველობითი ორგანო ცენტრალურ დონეზე არის: ეროვნული საზოგადოების სამდივნო
განსაზღვრება
მმართველობა- არის ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა გზით ხდება ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოების მიერ დასახული მიზნების განხორციელება
განსაზღვრება
მმართველი - ნიშნავს მმართველობის უზრუნველმყოფს და პასუხისმგებელ პირს სამდივნოს ყოველდღიურ მოწესრიგებულ მუშაობაზე და იმ დირექტივების შესრულებაზე, რომელსაც იძლევა ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელობა.
განსაზღვრება
მმართველობით ორგანოს (სამდივნო) სათავეში უდგას ეროვნული საზოგადოების გენერალური მდივანი, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, საშტატო განრიგს და სამდივნოს პერსონალის უფლებამოსილებას
მმართველობითი ორგანოს ამოცანები
ეროვნული საზოგადოების მმართველობითი ორგანოს მუშაობა უკავშირდება ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას, განსაზღვრავს და დეტალურად განიხილავს ეროვნული საზოგადოების ფუნქციონირებას; ეროვნული საზოგადოების სამდივნო, გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით და მოხალისეებთან ერთად, ეხმარება ყველა დონის ხელ-მძღვანელ ორგანოებს მათ მიერ მიღებული გა-დაწყვეტილებების შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
მმართველობა ადგილობრივ დონეზე
ცენტრალური სამდივნოს ვერტიკალურ დაქვემდებარებაში არიან ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები (ადგილობრივი მდივანი),რომლებიციმავდროულად ანგარიშვალდებული არიან ადგილობრივი დონის ხელმძღვანელობის წინაშე.
|