:: English ::


უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერა საქართველოში

ეკონომიკური სიღარიბე ფუნდამენტურად აბრკოლებს ადამიანის ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას, რადგან საზოგადოებაში მონაწილეობა მეტნაკლებად შეუძლებელი ხდება უკიდურესი სიღარიბის გამო.

ხანდაზმულთა მკვეთრი სიღარიბე და ცხოვრების მიუღებელი ხარისხი აღმოჩნდა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რამაც განაპირობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფოკუსირება მათ სოციალურ მხარდაჭერაზე. სწორედ ამიტომ სწჯს-მ თავის მთავარ პარტნიორებთან, საერთაშორისო მოძრაობის კომპონენტებთან ერთად დაიწყო ერთობლივი სოციალური მხარდაჭერის პროექტები ჯერ კიდევ 2005 წლიდან თბილისსა და ქუთაისში, რათა შეემცირებინა ხანდაზმულთა სოციალური იზოლაცია მათი ქსელური მუშაობის, მობილიზების და გაძლიერების მეშვეობით, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო მათთვის დაწესებული სახელმწიფო და არასახელმწიფო სოციალური მომსახურების სრული პაკეტი და გაუმჯობესებულიყო ამ მომსახურეობათა ხარისხი.

ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტი და მის ბაზაზე შექმნილი სწჯს   ხანდაზმულთა სოციალური უზრუნველყოფის მოდელი წარმოადგენს პლატფორმას ხანდაზმულთა მობილიზების და გაძლიერებისათვის, რათა თავად დაიცვან საკუთარი ინტერესები, ჩაატარონ მომსახურეობათა მონიტორინგი და უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის მათ უფლებებსა და მომსახურეობებზე მათივე უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის და მომსახურეობების განმტკიცების მიზნით, განახორციელონ  ინტეგრირებული საქმიანობები და  აქტიურად ჩაერთონ თაობათაშორისი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

სოციალური მხარდაჭერით შექმნილი გარემო უზრუნველყოფს მობილურ და დავრდომილ ხანდაზმულებს ისეთი ადგილით, სადაც ისინი:

  • 1) თავს გრძნობენ სასურველ სტუმრებად, შეუძლიათ დამეგობრება და პირადი მხარდაჭერითი ქსელების განვითარება;
  • 2) მონაწილეობას იღებენ და წვლილი შეაქვთ ცენტრის საქმიანობების მართვაში და აქედან გამომდინარე მათ ეზრდებათ გაძლიერების შეგრძნება;
  • 3) იღებენ ინფორმაციას მათი უფლებებისა და უფლებათა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში;
  • 4) უზრუნველყოფენ მყარ ინფორმაციას გადაწყვეტილების მიმღები პირებიდან უსაფრთხო გარემოში;
  • 5) ერთვებიან უმწეო ხანდაზმულთა უფლებების შესახებ ადვოკატირების სამუშაოში;
  • 6) უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის პოლისის ცვლილებების და მათი განხორციელების შესახებ.

ბოლო წლების გამოცდილება და მიღწეული შედეგები მტკიცებულებაა იმისა, რომ პროექტის მიზნები სასურველია, თუმცა არა იოლად მისაღწევი. ხალხის მიერ საკუთარი თავის და სხვების აღქმის შეცვლა მოითხოვს ფრთხილ და მოფიქრებულ მიდგომას, რომელიც საჭიროებს რომ ყველა დაინტერესებულ პირს ესმოდეს მიმდინარე პრაქტიკის გამომწვევი მიზეზები და ეფექტები.

სწჯს ეხმარება თავის პარტნიორებს საქართველოში, რათა გამოყენებული იქნას  გაკვეთილები ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის ცენტრების განვითარებიდან, რაც სტრუქტურულად მომავალს უქმნის დამხმარე პროგრამებს უმწეო ჯგუფებისათვის და სთავაზობს სოციალური უზრუნველყოფის ნიმუშს, რომელიც კონცენტრირებულია უმწეო მოსახლეობის უნარ-ჩვევების განვითარებასა და მხარდაჭერაზე.

 დონორებსა და სხვა დამხმარე მოქმედ პირებთან ერთად, პროექტს წვლილი შეაქვს  ხანდაზმულთა პოტენციალის გაზრდაში, რათა მათ შეიტანონ წვლილი საკუთარ კეთილდღეობაში და ასევე სთავაზობს მექანიზმებს, რომლის მეშვეობითაც ხანდაზმულთა მიმართ ანგარიშვალდებულება განმტკიცებულია სამთავრობო სერვისის რეფორმათა ფორმირებითა და განხორციელებით.

ამავდროულად პროექტი აგრძელებს და ავრცობს იმ სამუშაოს, რომელიც წამოწყებულ იქნა ხანდაზმულთა პრობლემურ საკითხებზე იმ ხალხის შემეცნებითი დონის ამაღლებისა და ადვოკატირებისათვის, რომელთაც შეუძლიათ ხანდაზმულებზე გავლენის მქონე პოლისების შეცვლა. ამ საქმიანობების დანიშნულებაა მომსახურეობების უზრუნველყოფა, რომელიც უფრო მეტად პასუხობს ხანდაზმულთა საჭიროებებს. (დღეისათვის ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტებიუკვე მუშაობს თბილისში, ქუთაისში (იმერეთის რეგიონი), საგარეჯოში (კახეთის რეგიონი) და ხელვაჩაურში (აჭარის ავტონომიური ერთეული). 

უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის სტრატეგიის ზოგადი ხედვა


 

შესაძლებლობების მიმცემი მოქმედებები

კოორდინაცია და თანამშრომლობა- ადამიანური რესურსების განვითარება

(თანამშრომლები და მოხალისეები)- ფინანსური ბაზის დაცვა.

 

•1.     მიზნობრივ ადგილებში ხანდაზმულთათვის მომსახურების მიწოდება -

ხანდაზმულთა მზრუნველობის გაუმჯობესება და მეტი ეფექტური შესაძლებლობები მათ მხარდასაჭერად.

  • 1.1. სოციალური მოვლისა და მენეჯმენტის კონსოლიდირება სოციალური უზრუნველყოფის მოდელში (ადამიანური რესურსები- თანამშრომლები და მოხალისეები, ფინანსური მდგრადობა, რომელიც შეიცავს სუბსიდიებზე ზრუნვას სოციალურად დაუცველი ჯგუფების მომსახურებაზე გადახდისათვის).
  • 1.2. ბინაზე მომსახურეობა (სამედიცინო, საბინაო, სოციალური, რომელიც შეიცავს კონსულტაციებს და ინფორმაციების მიწოდებას).
  • 1.3. მომსახურების მიწოდება საქართველოს წითელი ჯვრის სოციალური ცენტრების მეშვეობით.
  • 1.4. თვითდახმარებისა და ურთიერთდახმარების უნარების ხელშეწყობა სოციალურად დაუცველ (მოწყვლად) ჯგუფებში.

 

•2.     სოციალურად დაუცველი (მოწყვლადი) ჯგუფების გაძლიერება და ინტეგრაცია საზოგადოებაში -  მოწყვლადი ჯგუფების მეტი აქტიური ჩართულობა თემის ცხოვრებაში; დაუცველი ჯგუფების  თვითდარწმუნებისა და თვითდაჯერებულობის ამაღლება.

  • 2.1. საჭიროებათა იდენტიფიცირება (სწრაფი თანამონაწილეობითი შეფასება), დაუცველი ჯგუფების გააქტიურება (ინტერესთა ჯგუფები) და ურთიერთგაცვლა ჯგუფებს შორის.
  • 2.2. დაუცველი ჯგუფების ცოდნის ამაღლება თავიანთ უფლებებსა და შეღავათებზე.
  • 2.3. თანამონაწილოებისა და გავლენის მოხდენის მექანიზმები ადგილობრივ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე (შეხვედრები, მრგვალი მაგიდები, მრჩეველთა ჯგუფები და სხვა).
  • 2.4. თაობათაშორისი კავშირების მხარდაჭერა.
  • 2.5. დაუცველი ჯგუფების ჩართულობა სწჯს-ს საქმიანობებში მხარდამჭერები და მოხალისეები).

 

•3.     ადვოკატირება სოციალურად დაუცველი ჯგუფების მოწყვლადობის შემცირების მიზნით - სწჯს, როგორც ლიდერი ეროვნული საზოგადოება ადვოკატირებას უწევს დაუცველ (მოწყვლად) ჯგუფებს 

  • 3.1. ინფორმაციის მიწოდებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია;
  • 3.2. ადვოკატირება ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად დაუცველ ჯგუფებთან დაკავშირებული პოლისებისა და ბიუჯეტის შესახებ;
  • 3.3. სტრატეგიული პარტნიორები და ქსელები (ადგილობრივი, ეროვნული, საერთაშორისო);

                                                                                                                                                        

შესაძლებლობების მიმცემი მოქმედებები

სწჯს-ის შესაძლებლობების გაძლიერება - თემის მობილიზაცია - მუშაობა სხვებთან

(პარტნიორობისა და ალიანსების გამყარება)