:: English ::


წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის
შვიდი ფუძემდებლური პრინციპი

XX წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის
XX საერთაშორისო კონფერენცია.
ვენა. 1965 წელი.
ოფიციალური განაცხადი.
I. ჰუმანურობა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა იმისთვის შეიქმნა, რომ ბრძოლის ველზე დაჭრილთათვის, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, დახმარება აღმოეჩინა.
მისი მოღვაწეობა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე, ნებისმიერ ვითარებაში მყოფი ადამიანის ტანჯვის აღკვეთასა და შემსუბუქებას ემსახურება.
მისი მიზანია:

  • ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა
  • ადამიანური ღირსების პატივისცემა
  • იგი მოუწოდებს ხალხთა შორის:
  • ურთიერთგაგების
  • მეგობრობის
  • თანამშრომლობის
  • მტკიცე მშვიდობისაკენ

II. მიუკერძოებლობა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა ხალხს ეროვნების, რასის, რელიგიის, კლასისა თუ პოლიტიკური მრწამსის მიხედვით არ განასხვავებს. იგი ადამიანთატანჯვის შემსუბუქებას ცდილობს, და პირველყოვლისა ყველაზე გაჭირვებულთ ეხმარება.

III. ნეიტრალობა

იმისათვის, რომ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა ყოველთვის ნდობით სარგებლობდეს:

  • საბრძოლო მოქმედებების დროს არცერთ მხარეს არ უნდა მიემხროს
  • პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური თუ იდეოლოგიური ხასიათის უთანხმოებებში არასოდეს არ უნდა ჩაებას


IV. დამოუკიდებლობა

მიუხადავად იმისა, რომ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა დამოუკიდებელია, ეროვნული საზოგადოებები თავიანთი მთავრობების ჰუმანიტარულ სამსახურთადამხმარე ორგანიზაციები არიან. ისინი თავიანთი ქვენების კანონებს იცავენ. ეროვნულმა საზოგადოებებმა უნდა შეინარჩუნონ ავტონომია, რათა მოძრაობის პრინციპების შესაბამისად მოქმედებანებისმიერ დროს შეძლონ.


V. ნებაყოფლობითობა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა ნებაყოფლობითი ჰუმანიტარული მოძრაობაა: განსაცდელში მყოფ ადამიანებს უსუსყიდლოდ ეხმარება.


VI. ერთადერთობა

ერთ სახელმწიფოში წითელი ჯვრისა ან წითელი ნახევარმთვარის მხოლოდ ერთი საზოგადოება შეიძლება არსებობდეს. მისი წევრობა ყველას შეუძლია. ქვეყნის ტერიტორიაზე ჰუმანიტარულსაქმიანობას იგი ანხორციელებს.


VII. საყოველთაობა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაში გაერთიანებულ ნებისმიერ საზოგადოებას მთელი მსოფლიოს მაშტაბით თანაბარი სტატუსი და ურთიერთდახმარებისთანაბარი ვალდებულება გააჩნია.