| თემის თანამონაწილეობითი განვითარება
თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროგრამა (თთგ), რომელიც ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით, დაიწყო 2004 წლის 1 მაისიდან და გრძელდება დღესაც.
თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროგრამის ძირითადი მახასიათებლებია:
ხედვა: თემები იყენებენ თავიანთ ძირითად უფლებას მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე.
მიზანი: წითელი ჯვარი შესაძლებლობას აძლევს თემებს გამოიყენონ თავიანთი ძირითთადი უფლება მონაწილეობა მიიღონ იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც უშუალო ზეგავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე.
თთგ თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროგრამა მიზნად ისახავდა საზოგადოებისა და თემის უშუალო მონაწილეობით განხორციელებულიყო ისეთი სახის მინი პროექტები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული იქნებოდა თემის საჭიროებებთან და მის განხორციელებაშI უშუალოდ ჩართული იქნებოდა თემი. თთგ პროგრამა განხორციელდა წინასწარ შეფასებულ ფილიალებში მათი ქმედითუნარიანობის მიხედვით. ფილიალთა შეფასება ჩატარდა 2003 წელს ფედერაციისა და ეროვნული საზოგადოების ერთობლივი მონაწილეობით. ასეთ ფილიალებად პირველად შერჩეული იქნა ორი ფილიალი (გარდაბანი და ყვარელი) და შემდეგი სამი სარეზერვო ფილიალი (ახალციხე, ხელვაჩაური, თელავი); თთგ პროგრამის თავისებურებას წარმოადგენს მისი განხორციელების მექანიზმი, სადაც არ არის წინასწარ შერჩეული არც თემი და არც საჭიროებები. თემს ირჩევს ადგილობრვი ორგანიზაციის პრეზიდიუმი და ხდება შეთანხმება ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც ინფორმაციული თვალსაზრისით. მათი გადაწყვეტილების შესაბამისად იწყება სწრაფი თანამონაწილეობითი შეფასების ტექნოლოგიების განხორციელება წინასწარ გაწვრთვნილი საზოგადოების მოხალისეების მიერ.
2004 წლის განმავლობაში თთგ ფარგლებში განხორციელდა ორი მინი პროექტი, (გარდაბანი და ყვარელი), სადაც ჩამოყალიბებული იქნა სამედიცინო-სოციალური (გარდაბანი) და სამედიცინო-დიანგოსტიკური (ყვარელი) ცენტრები. ყვარელში არსებული ცენტრი უფასოდ ემსახურება ყვარლის სოციალურად დაუცველ ფენას (მარტოხელა პენსიონერები, მარტოხელა დედები, მრავალშვლიანი დედები და სამამულო ომის ინვალიდები), ხოლო გარდაბანში ადგილობრვი ხელისუფლების თანადგომით არსებული ცენტრი მთლიანად უფასოდ ემსახურება ყველა კატეგორიას. პროექტი წარმატებულია, რადგან დღეისათვის ხდება არსებული ცენტრების გაფართოება თანამონაწილეობითი განვითარებით. მისი გაფართოებისათვის უშუალოდ ინტერესი გამოხატა იაპონიის საელჩომ, რომელიც აპირებს არსებული ცენტრების განვითარებაში თანადგომას.
თთგ პროგრამა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით დაფინანსებული იქნა ნორვეგიის წითელი ჯვრის მიერ. Mისი ბიუჯეტი 2004-2005 წლისათვის წარმოადგენდა 75 000 შვეიცარიული ფრანკს;
თთგ პროგრამის კოორდინატორია მამუკა ბურდული, ხოლო სამედიცინო და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ნინო დიდბერიძე.
პროგრამის ფინანსურ მხარდამჭერს წარმოადგენს ნორვეგიის წითელი ჯვარი, მაგრამ ასევე თანამონაწილეობაში ფინასური მხარდაჭერა ყვარელში წარმოადგინა შვეიცარიის განვითარების სააგენტომ, გარდაბანში _ ადგილობრივმა ხელისუფლებამ.
პროგრამის პარტნიორებს წარმოადგენენ: გარდაბანში_ გარდაბნის მერია, შ.პ.ს. "გარდაბნის კომუნალური გაერთიანება", ხოლო ყვარელში _ შ.პ.ს. "ყვარლის რაისაავადმყოფო".
2005 წელში თთგ პროგრამის განხორციელება დაიწყო სამ სარეზერვო ფილიალში: ახალციხეში, თელავში და ხელვაჩაურში. თთგ პროგრამის ფარგლებში მოხდა მათ მიერ თემის შერჩევა (თემი შეიძლება შერჩეული იქნეს ტერიტორიული ან სხვა რაიმე საერთო დამახასიათებელი ნიშნით), და საჭიროებების გამოკვლევა. საზოგადოების მოხალისეების მიერ ჩატარებული სწრაფი თანამონაწილეობითი შეფასების შედეგად აღნიშნული ფილიალებიდან (ახალციხე, ხელვაჩაური, თელავი)წარმოდგენილი იქნა კვლევის შედეგები და შემუშავებულ იქნა მინი პროექტები: ახალციხეში (იურიდიულ-საგანმანათლებლო ცენტრი), ხელვაჩაურში (ახალგაზრდების დასასვენებელ-საგანმანათლებლო ცენტრი) და თელავში (ახალგაზრდების სოციალური კლუბი). აღნიშნული პროექტები წარდგენილი იქნა ფედერაციისათვის და სამუშაო პროცესების შემდეგ გადაწყდა, რომ ამ ეტეაპზე ფედერაციის მიერ უშუალოდ დაფინასებული იქნება ახალგაზრდების სოციალური კლუბი თელავში, კერძოდ, ვარდისუბანში. დღეისათვის აღნიშნული მინი პროექტი განხორციელებულია. ამასთანავე მიმდინარეობს იაპონიის საელჩოსთან სამუშაო შეხვედრები და გარდაბნისა და ყვარლის რაიონებში არსებული ცენტრების გაფართოებისათვის, ასევე ახალციხისა და ხელვაჩაურის რაიონებში მინი პროექტების დაფინანსებისათვის.
2006 წლისათვის თთგ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:
- სპეციალური ტრეინინგების ჩატარება პროგრამის ხელმძღვანელებისა და რეგიონული წარმომადგენლებისათვის, ასევე თთგ პროგრამის განხორციელების მიმართულებების ჩამოყალიბება, რაც ხელშეწყობილი იქნება ანკარის რეგიონალური დელეგაციის მხრიდან.
- ათი ფილიალის შერჩევა თთგ პროგრამის განხორციელებისათვის მათი უნარიანობის მიხედვით,
- მათ მიერ წარმოდგენილი შესაძლებლობების და წინადადებების პრეზენტაცია სხვა დანარჩენი ფილიალებისათვის;
- მინი პროექტებისათვის მომზადება, სწრაფი თანამონაწილეობითი შეფასების ჩატარება და შედეგების მიხედვით მინი პროექტების წარდგენა დონორებისათვის.
- ასურველია საზოგადოების საინფორმაციო სამსახურის მიერ მოხდეს თთგ პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრეინინგებში მასმედიის უშუალო მონაწილეობა ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყოს თთგ პროგრამას ადგილობრივი დონორების მოძიებაში.
ასევე ჩვენი აზრით შესაძლებელია მოხდეს საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება და დაბეჭვდა, რისთვისაც 2006 წლის თთგ პროგრამის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები.
|
|
 |