:: English ::


ორგანიზაციული განვითარება

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აგრძელებს ინსტიტუციური განვითარების პროცესს, რომელსაც საფუძვლად უდევს ეროვნული საზოგადოების მისიის, ხედვის, პრიორიტეტული მიმართულებებისა და ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმით (2007-2011წწ.) გათვალისწინებული ამოცანების და, ასევე გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება. ეროვნული საზოგადოების საქმიანობაში ნათლად აირეკლა ორგანიზაციული განვითარების საკითხების გაუმჯობესება: ეროვნულმა საზოგადოებამ გააუმჯობესა სამართლებრივი ბაზა ორგანიზაციის წესდების გადახედვით, რათა უზრუნველყოფილ იქნას წესდების შესაბამისობა როგორც ქვეყნის კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნების მინიმუმთან; შემუშავდა და გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცდა შიდა დებულებები და პროცედურები ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელი და მმართველი ორგანოების პასუხისმგებლობებისა და როლის უკეთ განსაზღვრის მიზნით, რაც მნიშვნელოვანია მათი ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

ეროვნულმა საზოგადოებამ შეიმუშავა განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა (2007-2011წწ.), რომელიც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს თანმიმდევრულად განსაზღვროს მისი სტრატეგიული ამოცანები. ეროვნული საზოგადოების ორგანიზაციული შესაძლებლობების შეფასების ჯგუფის და გარე საფინანსო აუდიტის მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი მოკლე და გრძელვადიანი რეკომენდაციები გათვალისწინებულია ეროვნული საზოგადოების განვითარების გრძელვადიან გეგმაში და ასევე ერთწლიან სამოქმედო გეგმაში (2008წ.). საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები (16 ნოემბერი, 2007).

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (შემდგომში “სწჯს”) გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, სწჯს-ს სათაო ოფისში საგანგებო ჯგუფი შეიქმნა: ჩამოყალიბდა საგანგებო ჯგუფის სამუშაო აღწერილობა და განისაზღვრა ჯგუფის წევრების ფუნქციები და ვალდებულებები. სწჯს-მ შეიმუშავა საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების გეგმა (იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე საგანგებო რეაგირების კონცეფცია) მთავარი სამოქმედო მიმართულებებით: ჯანდაცვა, კატასტროფების მართვა, კომუნიკაცია და ორგანიზაციის ქმედითუნარიანობის ამაღლება.

ეროვნული საზოგადოება მუშაობას აგრძელებს წითელი ჯვრის მოხალისეებთან და ახალგაზრდებთან ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მმართველობის საკითხებში მათი აქტიური ჩართვის მიზნით. ეროვნული საზოგადოების საქმიანობაში ახალგაზრდობისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი თემის წარმომადგენელთა როლის განსაზღვრისა და მათი წვლილის აღიარების მიზნით შემუშავდა და გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცდა მოხალისეობის და ახალგაზრდული წითელი ჯვრის განვითარების დებულებები და სტრატეგიული გეგმები. ჩამოყალიბდა ხუთი ახალგაზრდული წითელი ჯვრის გუნდი შემდეგ ფილიალებში: თბილისი, რუსთავი, გარდაბანი, ქუთაისი, გორი). ყოველივე ეს ხელს უწყობს ორგანიზაციის იმიჯის ამაღლებას და საქმიანი ურთიერთობების განვითარებას პარტნიორ ორგანიზაციებთან. ყურადღება ეთმობა სამინისტროებთან და ეროვნულ დონეზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის საერთაშორისო წჯ/წნ მოძრაობის პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და განვითარებას. სამინისტროებთან და სხვა პარტნიორებთან წარმატებული საქმიანი ურთიერთობები ეხმარება ეროვნულ საზოგადოებას წარმოაჩინოს წითელი ჯვრის საქმიანობები ფართო საზოგადოებაში, რათა შეასრულოს ხელისუფლების დამხმარე ორგანიზაციის როლი.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ გამოაცხადა მოხალისეების მობილიზების კამპანია ეროვნული საზოგადოების ვებ-გვერდის მეშვეობით. შეიქმნა საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების ოთხი ჯგუფი მათთვის განკუთვნილი დავალებების შესაბამისად: სოციალური ჯგუფი – შეფასების მობილური ქვეჯგუფები-კოლექტიურ ცენტრებში განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შეფასება; კომუნიკაციის ჯგუფი – ადგილობრივ ორგანიზაციებთან, დონორებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ფულადი შემოწირულობისათვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრის 8064 და საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ლოჯისტიკის ჯგუფი – ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება, ტრანსპორტირება და დისტრიბუცია; ფონდების მოძიება – მოხალისეთა გუნდები, რომლებიც შემოწირულ თანხებს აგროვებდნენ ქ. თბილისში სწჯს-ს მობილური შემოწირულობების ყუთების მეშვეობით. ფონდების მოძიებასთან პარალელურად მოხალისეები რესტორნებიდან და მაღაზიებიდან საკვებ პროდუქტებს აგროვებდნენ.

მოხალისეები ეროვნულმა საზოგადოებამ სიამოვნებით მიიღო და ჩართო თავის საქმიანობებში მათთან მცირე გასაუბრების შემდეგ. მოხალისეებს ჩაუტარდათ ზოგადი და თემატური ტრენინგი წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და იმ ტექნიკური საშუალებების შესახებ, რომელსაც იყენებს ორგანიზაცია მუშაობის პროცესში და სხვა საკითხებზე. მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ ღონისძიებებში: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სემინარი თემაზე- ცოდნის ამაღლება ნაღმების რისკის შესახებ (26 აგვისტო); კატასტროფების მართვის სემინარი (13 სექტემბერი); სემინარი მოხალისეებისათვის ქ. გორში (11 სექტემბერი); საქართველოს ახალგაზრდული წითელი ჯვრის სემინარი კლოუნობის ხელოვნებაზე (3-5 სექტემბერი); ცოდნის ამაღლება წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის და სწჯს-ს შესახებ, მოხალისეობის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, მოხალისეთა ქცევის კოდექსი, პროექტის დაგეგმვის პროცესი, რომელიც მოიცავს პროექტის წერის ტექნიკას და ლიდერი მოხალისეების უნარ-ჩვევების განვითარება.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურ მუშაობას განაგრძობს ადგილობრივი ფილიალების განვითარებისა და წითელი ჯვრის საქმიანობების გაფართოების მიზნით. სწჯს-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდუმმა მიიღო გადაწყვეტილება ხუთი ახალი ადგილობრივი ფილიალის დაფუძნების შესახებ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში: ახმეტა, ლაგოდეხი, წალკა, თეთრწყარო და სამტრედია, რომლებიც აკმაყოფილებენ სწჯს-ს დებულების (ადგილობრივი ფილიალების შესახებ) ძირითად კრიტერიუმებს. პროგრამის ფარგლებში ეროვნულმა საზოგადოებამ, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილების თანახმად, შეიმუშავა ფილიალების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. სწჯს-ს წესდების შემგდომი განხორციელების მიზნით, ასევე ადგილობრივ ფილიალებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მათი ინტეგრაციისთვის, ეროვნულმა საზოგადოებამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით ორი თემატური ტრენინგი ჩაატარა (სწჯს-ს ლიდერების კომპეტენციის ამაღლება) ახლადარჩეული ხელმძღვანელი პირების და მენეჯმენტის პერსონალისთვის. (სწჯს-ს ადგილობრივი ფილიალებისთვის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში).

გარკვეული მიღწევებია ეროვნული საზოგადოების მიერ ადგილობრივ დონეზე განხორციელებულ ორგანიზაციული განვითარების საქმიანობებშიც: გაუმჯობესდა კომუნიკაცია ეროვნული საზოგადოების სათაო ოფისსა და ადგილობრივ ფილიალებს შორის  (ეროვნული საზოგადოების ახალი წესდების შესაბამისად, ორგანიზაციას აქვს ცენტრალიზებული სტრუქტურა, რომლის თანახმად 23 ადგილობრივი ფილიალი ანგარიშვალდებულია უშუალოდ ცენტრალური ოფისის წინაშე); მიღწევებია ფილიალების ქსელის აღდგენისა და ადგილობრივ საზოგადოებრივ თემებთან ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, მიზნობრივ ფილიალებში თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროექტების განხორციელებით; განმტკიცდა ურთიერთობა ადგილობრივ საზოგადოებრივ თემებთან თემის თანამონაწილეობითი განვითარებით (7 მიკრო-პროექტი განხორციელდა თთგ-ს ფარგლებში); საშუალოდ 1, 300 ბენეფიციარი ჩაერთო თითოეულ მიკრო-პროექტში შემდეგ რეგიონებში: ხელვაჩაური, სენაკი, გორი, რუსთავი, გარდაბანი, ყვარელი, ახალციხე.

თემის თანამონაწილეობითი განვითარების ჯგუფსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის შეხვედრებმა მიზნობრივ რეგიონებში გვიჩვენა ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერა და მზაობა დახმარება გაეწიათ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისთვის და მისი ინიციატივისთვის.
პროგრამის ბენეფიციართა ჩართულობა მოხალისეობის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და როდესაც მიღებული გადაწყვეტილება უშუალო ზეგავლენას ახდენს ბენეფიციართა ცხოვრებაზე, ეროვნულ საზოგადოებას საშუალებას აძლევს, რომ ბენეფიციარები გახდნენ არა მხოლოდ დახმარების მიმღებნი არამედ აქტიური მოხალისეები. ამ გარემოებამ განაპირობა თემის თანამონაწილეობითი განვითარების პროექტის ეფექტურობა.

სწჯს-ს ადგილობრივი ფილიალები აქტიურად იყვნენ ჩართული იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროცესში. ადგილობრივი ფილიალები მოხალისეების მობილიზებითა და მათი აქტიური დახმარებით ახორციელებდნენ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას, დისტრიბუციას და სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრსა და კერძო სექტორში განსახლებული იძულებით გადაადგილებულ პირების მდგომარეობის და მათი საჭიროებების შეფასებას.
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ შემდეგი ადგილობრივი ფილიალები: თბილისი, საგარეჯო, თელავი, ახმეტა, გარდაბანი, რუსთავი, დმანისი, გორი, საჩხერე, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი.

უმწეო ხალხისთვის წითელი ჯვრის მომსახურების სრულფასოვანი გაწევა და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა ეროვნული საზოგადოებისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების სფეროში პროგრესს და შესაბამისად, ორგანიზაციის მისიის შესრულებას- “დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს საგანგებო სიტუაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში..” ეროვნულმა საზოგადოებამ შეიმუშავა დივერსიფიცირებული ფონდების მოძიების სტრატეგიული გეგმა ეროვნული საზოგადოების საქმიანობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა ეროვნული საზოგადოების ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში: ეროვნული საზოგადოება ქირაობს მაღალკვალიფიციურ შტატს წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების (ინტერვიუს) საფუძველზე.

გაუმჯობესდა ფინანსების მართვა, ეროვნული საზოგადოების ახალი საფინანსო სისტემების ჩამოყალიბებითა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავებით, ასევე შიდა საფინანსო პროცედურების დახვეწით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ანგარიშგებას და ფინანსების მართვის სისტემებისა და მექანიზმების შემუშავებას ადგილობრივ დონეზე. ფინანსების მართვის ახალი სისტემის შემუშავებით ფინანსების მართვა გახდა გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მიზნად ისახავს გახდეს საზოგადოებისათვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი ორგანიზაცია. ამ მიზნით სწჯს რეგულარულ დიალოგს აწარმოებს პარტნიორებთან და აქვეყნებს საინფორმაციო მასალებს: ბიულეტინს, ბროშურას, ასევე სისტემატურად ანახლებს ინფორმაციას ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აქტიურად მუშაობს შიდა და გარე საკომუნიკაციო საშუალებების გაუმჯობესებაზე: ეროვნული საზოგადოების სათაო ოფისსა და ადგილობრივ ფილიალებს შორის, ასევე მის პარტნიორებსა და მასმედიასთან რეგულარული დიალოგის მეშვეობით, ინფორმაციის აქტიური გაცვლით (სისტემატურად ხდება ინფორმაციის განახლება სწჯს-ს ვებ-გვერდზე) და საინფორმაციო მასალების გავრცელებით, როგორიცაა: ბროშურები, ბიულეტენი, პრეს რელიზები. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება იღწვის თავისი ადგილი დაიმკვიდროს ეროვნულ მედიაში ორგანიზაციის იმიჯის ამაღლებით, ეროვნულმა საზოგადოებამ ჩაატარა ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის აქციები და ერთდღიანი შეხვედრა მოაწყო ჟურნალისტებთან მხარდამჭერ მედია ჯგუფის შექმნის მიზნით. მედია ჯგუფის ჩამოყალიბების მთავარი მიზანია, რომ აქტიური პროპაგანდა გაუწიოს ქვეყანაში წითელი ჯვრის საქმიანობას, გააუმჯობესოს ხილვადობა ბენეფიციართა დახმარებისA და კეთილდღეობის მიზნით, ასევე ადვოკატირების მეშვეობით, რომელიც ხელს უწყობს წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის შესახებ ცოდნის ამაღლებას.