2010წ. 4 დეკემბერს “ქალთა საერთაშორისო ასოციაციის” ორგანიზებით ”სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მოეწყო საშობაო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამაც მიიღო მონაწილეობა.
2010 წ. 26-27 ნოემბერს ცაგერში “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო თემის განვითარების პროგრამის” ფარგლებში ჩატარდა თემის მოხალისეთა კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ჯგუფების ტრენინგი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა თემის 20 წევრი.
24-27 ნოემბერს “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის” ფარგლებში თბილისში, სასტუმრო “კოპალაში” ჩატარდა საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრა.
2010 წ. 30 ნოემბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზაციული განვითარების, კერძოდ ფილიალების განვითარების პროექტის ფარგლებში ქალაქ რუსთავსა და გარდაბანში ჩატარდა სემინარი ადგილობრივ დონეზე რესურსების მობილიზებასა და ანგარიშგებაზე.
2010 წლის 10 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით ქ. ამბროლაურსა და ონში “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო თემის განვითარების” პროექტის ფარგლებში ჩატარდა თემის მოხალისეთა კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ჯგუფების ტრეინინგი.
2010 წ. 15 -17 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას სამუშაო ვიზიტით ეწვია ნორვეგიის წითელი ჯვრის პროგრამების კოორდინატორი რუსეთში ქ-ნი ალიონა კოვალენკო.
2010 წ. 17-18 ნოემბერს “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო თემის განვითარების” პროექტის ფარგლებში ონსა და ამბროლაურში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც თემის წევრებმა სწჯს-ის თანამშრომლებს გაუზიარეს თავიანთი აზრები და სურვილები ჩატარებული ტრენინგებისა და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.
2010 წლის 11–12 ნოემბერს ქ. ზუგდიდში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა რეგიონული შეხვედრა ორგანიზაციული განვითარების ფარგლებში. შეხვედრის მიზანი იყო ეროვნული საზოგადოების ხელმძღვანელი და მმართველი ორგანოების შესაძლებლობების განვითარება და მათი ქმედითუნარიანობის გაძლიერება.