:: English ::


NEWS ARCHIVE
არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა
2010 წ. 17 დეკემბერს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტმა მოაწყო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
30.12.2010
სამუშაო შეხვედრა “მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების შესახებ”
2010 წლის 20-22 დეკემბერს კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ოფისში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა “მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების” შესახებ.
30.12.2010
საშობაო ღონისძიება ქ. ქუთაისში
2010 წ. 25 დეკემბერს ქ. ქუთაისში ტრადიციულად გაიმარა მარტოხელა მოხუცებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი ქალაქის ხელისუფლების მხარდაჭერით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოყოფილ იქნა ადგილი, სადაც ქუთაისი სოციალური ცენტრის ბენეფიციარებმა გამოფინეს თავიანთი ნამუშევრები და მოეწყო საშობაო გაყიდვა.
30.12.2010
საახალწლო საჩუქარი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს
2010 წ. 28 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა თბილისის მიუსაფარ ბავშვთა სახლის “სათნოების” აღსაზრდელებს. ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ წითელი ჯვრის მოხალისეების გამოჩენას, რადგან მათ არა ერთი მხიარული ღონისძიება აკავშირებთ.
29.12.2010
სამთავრობო შეხვედრა ცენტრალურ დონეზე
სამთავრობო შეხვედრა ცენტრალურ დონეზე 2010 წ. 10 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოაწყო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამთავრობო დონის შეხვედრა ცენტრალურ დონეზე.
24.12.2010
მრგვალი მაგიდა უმწეო ხანდაზმულთა უფლებებისა და ადვოკატირების კამპანიის შესახებ
2010 წლის 15 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალურ ოფისში “უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა უმწეო ხანდაზმულთა უფლებებისა და ადვოკატირების კამპანიის შესახებ.
22.12.2010
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალური და ადგილობრივი დონის ხელმძღვანელ და მმართველ პირთა ეროვნული ფორუმი
2010 წლის 11 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათაო და ადგილობრივი დონის ხელმძღვანელ და მმართველ პირთა ეროვნული ფორუმი გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული საზოგადოების სამდივნოს თანამშრომლები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელი მოწვეული სტუმრის სტატუსით.
17.12.2010
აქცია “საგზაო უსაფრთხოებისათვის”
2010 წლის 12 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ (სწჯს) საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში ქუჩის აქცია ჩაატარა. პროექტი დაფინანსებულია ფონდ “Empress Shoken” – ის მიერ და ხორციელდება თბილისის 9 საჯარო სკოლაში. ფონდი შედგება წ/ჯ და წ/ნ საერთაშორისო ფედერაციისა წჯსკ-ის 6 კომისიის წევრისაგან.
17.12.2010
თემის მოხალისეთა კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ჯგუფების ტრენინგი ონსა და ამბროლაურში
2010 წლის 7-10 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო თემის განვითარების პროგრამის” ფარგლებში ჩატარდა თემის მოხალისეთა კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ჯგუფების ტრენინგი ონსა და ამბროლაურში, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა თემის 20 წევრი.
14.12.2010
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე ბავშვთა გვერდით
3 დეკემბერი უნერშეზღუდულ პირთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ამ დღესთან დაკავშირებით ეწვია ქ. რუსთავის უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლას.
13.12.2010