საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ (სწჯს) 2011 წლის 14-28 თებერვალს ჩაატარა ფონდების მოზიდვის კამპანია საქართველოში 2008 წელს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების მხარდასაჭერად.
2011 წლის 9 თებერვალს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ “უსაფრთხო გზა სკოლისაკენ” პროექტის ფარგლებში, თბილისის 63-ე საჯარო სკოლის მე-4 “ა” კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა. აღნიშნული პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს საერთაშორისო ფედერაცია, ნორვეგიის წითელი ჯვარი და “EMPRESS SHOKEN” ფონდი.
გაკვეთილზე 24 მოსწავლეს განემარტა საგზაო მოძრაობის წესები და მათი დაცვის აუცილებლობა.
2011 წლის 24-27 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ორგანიზაციული განვითარების, კერძოდ ფილიალების განვითარების პროექტის ფარგლებში (საერთაშორისო ფედერაცია-ნორვეგიის წითელი ჯვარი) ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურში კომპლექსური სემინარი ჩაატარა. სემინარში მონაწილეობდნენ ბათუმისა და ხელვაჩაურის ფილიალების თანამშრომლები, მოხალისეები და „ხუთთა კომიტეტის“ წევრები.
2011 წლის 10 თებერვალს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სოციალური პროექტის ფარგლებში ჩატარდა რიგით მეორე მრგვალი მაგიდა “მოწყვლადი ჯგუფის, კერძოდ მარტოხელა მოხუცების უფლებებისა და ადვოკატირების კანპანიის წარმართვის შესახებ”. ღონისძიების მიზანი იყო თანამონაწილეთა შორის მარტოხელა მოხუცების უფლებებისა და ადვოკატირების კამპანიის მუშაობის წესის განსაზღვრა-ჩამოყალიბება.
2011 წლის 18 იანვარს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში ჩაატარეს საქველმოქმედო ღონისძიება. წითელი ჯვრის მოხალისეებმა ხანდაზმულებისთვის მოამზადეს კონცერტი, რომელშიც სოციალური ცენტრის ბენეფიციარებმა სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა.
2010 წ. 15 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის მოხალისეებმა და კერძო სკოლა “მაიას“ “ხუთთა კომიტეტის” წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა სახლის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქარი გაუკეთეს.
2010 წ. 24 დეკემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდული სამსახური წლიური ანგარიშით წარსდგა თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლებსა და “ხუთთა კომიტეტის” წევრების წინაშე.