“წითელი ჯვრის კვირეულის” ფარგლებში მიმდინარე წლის 3 მაისს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს ოფიციალურ მიღებას.
2011 წლის 31 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის და 70 ბავშვს საჩუქრად გადასცა მათთვის მომზადებული “საგაზაფხულო ამანათი”.
2011 წლის 26 მარტს საქველმოქმედო ფონდი “Giev”-ის და საგანმანათლებლო
დაწესებულების “ჩაღლარის” მიერ მოეწყო გამოფენა-გაყიდვა ფონდების მოძიების
მიზნით. აქცია ორგანიზებული იყო იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებული
მოსახლეობის დასახმარებლად.
2011 წლის 16 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თბილისის სათაო ოფისში გაიხსნა პირველი დახმარების ტრენინგების ცენტრი წითელი ჯვრის მოხალისეებისთვის.
2011 წ. 14-16 მარტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ USAID-თან თანამშრომლობით სათაო ოფისისა და ფილიალების თანამშრომლებისა და მოხალისეებისათვის ჩაატარა რესურსების მობილიზების საერთაშორისო სემინარი.