2011 წლის 6 ივლისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ოფისში მედია კლუბის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე განხილული იყო წითელი ჯვრის მოხალისე მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების საქმეში.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით მიზნად ისახავს 350 დაზარალებული ოჯახისათვის, კერძოდ 1750 ადამიანისათვის, მათი საჭიროებიდან გამომდინარე საბნების, ლეიბებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდებას შიდა ქართლის რეგიონში (სურამი, ხაშური) და დუშეთის მუნიციპალიტეტში.
2011 წლის 30 ივნისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა, რომელიც ითვალისწინებდა მასმედიის წარმომადგენლებისთვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკას.
The civil unrest in Syria has prevailed since 15th of March, 2011. Due to such clashes the country has drifted into a chaos; hundreds of people have been injured or lost their lives.
2011 წლის 14 ივნისს რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრში დაარსების ოთხი წლისთავის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა ცენტრის ბენეფიეციარების მონაწილეობით.
2011 წლის 17 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თბილისის ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში მოეწყო ხანდაზმული ბენეფიციარის, პოეტის, ქალბატონ ცირა ქიტიაშვილის (88 წლის) შემოქმედებითი საღამო. წითელი ჯვრის მოხალისეებმა წაიკითხეს ქალბატონ ცირას ლექსები.
2011 წლის 14 ივნისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ჩაატარა საქველმოქმედო აქცია ინკლუზიური სწავლების სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად.
2011 წლის 8-12 ივნისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მონტენეგროში ორგანიზებულ საერთაშორისო ბინაზე მოვლის კონფერენციას.
საქველმოქმედო აქცია ბათუმში
2011 წლის 4 მაისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ორგანიზაციამ, “წითელი ჯვრის კვირეული” ზღვისპირა სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციით დაიწყო. აქციაში მონაწილეობას იღებდა წითელი ჯვრის 20 მოხალისე და ადგილობრივი ორგანიზაციის თანამშრომლები.