:: English ::


NEWS ARCHIVE
საინფორმაციო მასალის გავრცელება
2011 წლის 14 აგვისტოს, “წითელი ჯვრის დღეების” ფარგლებში დღის მეორე ნახევარი წითელი ჯვრის მოხალისეობის შესახებ საინფორმაციო მასალის გავრცელებას დაეთმო
26.08.2011
საქველმოქმედო აქცია ხელვაჩაურში
2011 წლის 14 აგვისტოს, “წითელი ჯვრის დღეების” ფარგლებში საქველმოქმედო აქცია მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ხელვაჩაურის საავადმყოფოს ეზოში.
26.08.2011
„წითელი ჯვრის დღეები“
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2011 წლის 13-15 აგვისტოს აჭარის რეგიონში ჩაატარა “წითელი ჯვრის დღეები”, რომელიც მიეძღვნა: მოხალისეობის საერთაშორისო წლის 10 წლისთავს და სოლფერინოს ბრძოლიდან 152 წლისთავს. კამპანია ჩატარდა სლოგანით: “აღმოაჩინე მოხალისე შენში”.
18.08.2011
კატასტროფებზე რეაგირების სიმულაციები
“სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის” ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან ერთად თემის მოხალისეთა კატასტროფებისადმი მზადყოფნისა და რეაგირების გუნდებს თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩაუტარეს ონში, ამბროლაურსა და ცაგერში.
09.08.2011
წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების აქცია
2011 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით დახმარება გაუწია ხაშურის და სურამის 250 წყალდიდობით დაზარალებულ ოჯახს. თითოეულმა ოჯახმა მიიღო ორი საბანი, ორი ლეიბი და ჰიგიენური ამანათი.
08.08.2011
აქცია „შეიკარი ღვედი“
2011 წლის 25 ივლისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალმა ჩაატარა საგზაო უსაფრთხოების აქცია. წითელი ჯვრის მოხალისეებმა სტიკერები წარწერით „ღვედი გიკეთია?“
02.08.2011
ამერიკის მთავრობის დახმარება
2011 წლის 21 ივლისს, აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ამერიკის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარულ დახმარება გადასცა, რომელიც კატასროფებზე რეაგირების მარაგს წარმოადგენს.
21.07.2011
წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების აქცია
2011 წლის 19 ივლისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ დახმარება გაუწია გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობებით დაზარალებულ მოსახლეობას. დუშეთის მუნიციპალიტეტის 100-მა ოჯახმა მიიღო ჰუმანიტარული დხმარება, რომელშიც შედიოდა ორი საბანი, ორი ლეიბი და ჰიგიენური ამანათი.
20.07.2011
ტრენინგები ხანდაზმულებისათვის
2011 წლის ივლისში საქართველოს წითელი ჯვრის “ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის” პროექტის ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ტრენინგები პირველი დახმარების, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის და კატასტროფების მართვის საკითხებზე თბილისში, ქუთაისში, საგარეჯოსა და ხელვაჩაურში.
20.07.2011
უსაფრთხოების აქცია ფეხით მოსიარულეთა და მძღოლებისათვის
2011 წლის 8 ივლისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის” მიერ ორგანიზებულ აქციაში.
08.07.2011