:: English ::


NEWS ARCHIVE
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
2009 წლის 1 ოქტომბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიამ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ერთობლივი საქველმოქმედო აქციით აღნიშნა. აქციას ეწოდა "დავეხმაროთ ხანდაზმულებს ხუთი კარტოფილით" და მასში მონაწილეობა მიიღეს: ქ. თბილისის მე-100-ე, 82-ე, მე-14, 23-ე, 146-ე, 24-ე, 63-ე და 64-ე საჯარო სკოლებმა.
06.10.2009
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ქუთაისში
2009 წლის 1 ოქტომბერს სწჯს-ის ქუთაისის ფილიალმა აღნიშნა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. ამ დღეს ხანდაზმულთა სოციალურმა ცენტრმა უმასპინძლა ყველა იმ სტუმარს, ვისთვისაც ძვირფასია ხანდაზმულთა ცხოვრება და ზრუნავენ მათზე.
05.10.2009
ერთი თვის ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გაცნობებთ, რომ 1 თვის მირიან რამიშვილს, რომელსაც აქვს თანდაყოლილი გულის მანკი 15 ოქტომბერს დაგეგმილი გულის ოპერაციისათვის ესაჭიროება მე-4 ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე დონორი.
02.10.2009
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აცხადებს კონკურსს საგარეჯოსა და გარდაბანში მოხალისეთა ჯგუფების სოციალურ ინიციატივათა მხარდასაჭერად
28.09.2009
სწჯს-ის სენაკის ფილიალის საქველმოქმედო აქცია იძულებით გადაადგილებული სკოლის მოწაფეებისათვის
2009 წლის 11-12 სექტემბერს სწჯს-ის სენაკის ფილიალმა განახორციელა საქველმოქმედო აქცია სენაკის მუნიციპალიტეტის №1, აფხაზეთის №7, თელკათისა და სენაკის საჯარო სკოლების პირველი კლასის იძულებით გადაადგილებული ბავშვებისათვის.
25.09.2009
სწჯს-ის შეხვედრა სკოლების დირექციებთან
2009 წლის 18 სექტემბერს სწჯს-ის სათაო ოფისში მოეწყო სამუშაო-გაცნობითი შეხვედრა თბილისის მე-100-ე, 82-ე, მე-14, 23-ე, 146-ე, 24-ე 63-ე და 64-ე საჯარო სკოლების დირექციის წარმომადგენლებთან.
22.09.2009
წითელი ჯვრის და შპს “გურ ქაინაქის” ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ბავშვთა სახლ “ლამპიონში”
2009 წლის 17 სექტემბერს სწჯს-ის თბილისის ადგილობრივმა ორგანიზაციამ მოაწყო საქველმოქმედო აქცია ბავშვთა სახლ "ლამპიონის" აღსაზრდელებისათვის. აქციის ფარგლებში 48 ბავშვს დაურიგდა სასკოლო ჩანთები, რომელიც შპს "გურ ქაინაქის" მიერ იქნა მოწოდებული.
21.09.2009
პირველი დახმარების აქცია "მთაწმინდის პარკში"
2009 წლის 13 სექტემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ "მთაწმინდის პარკში" მოაწყო ღონისძიება, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების 91 წლისთავსა და პირველი დახმარების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.
18.09.2009
კატასტროფების მართვის ტრენინგი
2009 წლის 24-26 აგვისტოს წითელი ჯვრის ბათუმის ადგილობრივ ფილიალში ჩატარდა კატასტროფების მართვის ტრეინინგი. ტრენინგი განკუთვნილი იყო ბათუმისA და ქუთაისის კატასტროფებზე რეაგირების გუნდის წევრებისთვის.
18.09.2009
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების რეაგირება ონში მომხდარ მიწისძვრაზე
2009 წლის 8 სექტემბერს გამთენიისას 2:41 საათზე ონში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დაფიქსირდა 6.2 ბალიანი მიწისძვრა რიხტერის შკალის მიხედვით. რყევების ინტენსივობამ მიწისძვრის ეპიცენტრში 8 ბალს მიაღწია.
14.09.2009