წეროვანის სკოლაში იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის 1000 ბავშვი სწავლობს. საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციას თხოვნით მომართა წეროვანის სკოლის დირექტორმა ბიბლიოთეკის შექმნასთან დაკავშირებით. სწჯს ორგანიზაციის ,,ხუთთა კომიტეტებმა,, იმსჯელეს და მიიღეს გადაწყვეტილება დახმარებასთან დაკავშირებით.
2009 წლის 1-5 ნოემბერს სწჯს-ის გარდაბნის ჯანმრთელობის კაბინეტის თანამშრომლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიწვევით იმყოფებოდნენ ოზურგეთის რაიონში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ოზურგეთის თემებში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების სამედიცინო შემოწმება, კერძოდ კარდიოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა 333 მაცხოვრებელს.
რეზისტენტული ტუბერკულოზით (DR-TB) დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია (MSCI) ახორციელებს ერთობლივ პროექტს აჭარაში. პროექტი ითვალისწინებს დამყოლობის კონსულტანტების და ფსიქოლოგის მუშაობას ქალაქ ბათუმში, ქალაქ ქობულეთსა და ქობულეთის რაიონის სოფლებში მცხოვრებ ამბულატორიულ ფაზაზე მყოფი DR-TB დაავადებულ კლიენტებთან, მკურნალობაზე დამყოლობის გაძლიერების თვალსაზრისით.
2009 წლის 29 ოქტომბერს კინოთეატრმა "რუსთაველმა" უმასპინძლა საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებს, რომლებმაც ხანდაზმულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაში ("ხუთი კარტოფილის" აქცია) მიიღეს მონაწილეობა და დაეხმარნენ თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს.
2009 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდულმა სამსახურმა კომაროვის სახელობის 199-ე თბილისის საჯარო სკოლაში ახალი "ხუთთა კომიტეტი" ჩამოაყალიბა და ჩაატარა სემინარი წითელი ჯვრის შესახებ. სემინარს ორმოცამდე მოსწავლე და მასწავლებელი დაესწრო.
2009 წლის 2-8 ოქტომბერს სწჯს-ის გარდაბნის ჯანმრთელობის კაბინეტის თანამშრომლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბ-ნ თეიმურაზ დუმბაძის მიწვევით იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის რაიონში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ხელვაჩაურის თემებში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების სამედიცინო შემოწმება, კერძოდ კარდიოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 2009 წლის 1 სექტემბრიდან ორ ფილიალში - საგარეჯოსა და გარდაბანში დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტი ,,ფილიალების შესაძლებლობების გაზრდა ეფექტური მომსახურების მისაწოდებლად" დაფინანსებულია დანიის წითელი ჯვრის მიერ და გულისხმობს მოხალისეობასა და თემზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდაჭერას ეროვნული საზოგადოების პრიორიტეტების გათვალისწინებით.
2009 წლის 5-6 ოქტომბერს სწჯს-ის კატასტროფების მართვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ონსა და საჩხერეში მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარება ლეიბებითა და საბნებით. საჩხერისა და ონის ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნის გათვალისწინებით სულ დაკმაყოფილდა 822 ოჯახი, აქდან 482 ოჯახი ონში, ხოლო 340 საჩხერეში.
2009 წლის 2-3 ოქტომბერს ბაკურიანში სასტუმრო ვერე პალასში მოეწყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრების (საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, წჯ/წნ საერთაშორისო ფედერაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი) შეხვედრა იმერეთის მხარის სამთავრობო სტრუქტურების და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მედია ჯგუფის ლიდერები თბილისიდან, ქუთაისიდან და ასევე ხანდაზმულები.
2009 წლის 1 ოქტომბერს სწჯს-ის სენაკის ფილიალი შეურთდა "ხუთი კარტოფილის აქციას" და თავისი წვლილი შეიტანა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის აღნიშვნაში.
საქველმოქმედო აქცია 1-3 ოქტომბერს მიმდინარეობდა და მას მხარი დაუჭირა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო რესურს-ცენტრმა, სენაკის სოციალური მომსახურების სააგენტომ, სენაკის #1, #7, #3 საჯარო სკოლებმა და სკოლა ლიცეუმმა.