|
|
,,მრგვალი მაგიდა" ქ. საგარეჯოსა და ქ. გარდაბანში
2010 წლის 11 ივნისს ქ. გარდაბანში, ხოლო 15 ივნისს ქ. საგარეჯოში გაიმართა ,,მრგვალი მაგიდა" ადგილობრივი ხელისუფლების, სწჯს-ს მოხალისეთა და პროექტის ბენეფიციართა, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. სწჯს-ის მოხალისეთა ჯგუფებმა წარმოადგინეს ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა პროექტის ,,ფილიალების განვითარება ეფექტური მომსახურების გაწევით" ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (დანიის წითელი ჯვრის დაფინანსება) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
15.07.2010
|