2-3 სექტემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტრენერების მიერ ჩატარდა პირველი დახმარების ტრენინგი UშAID-ის დაფინანსებით განხორციელებული “პროფესიული განათლების პროექტის” ბენეფიციარებისთვის.
2010 წლის 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ქ. ამბროლაურში “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო თემის განვითარების” (DIPEჩHO) პროექტის ფარგლებში ჩატარდა კატასტროფების მართვისა და ფსიქო-სოციალური დახმარების ტრენინგი.
2010 წლის 20-26 აგვისტოს მოეწყო სამუშაო შეხვედრები აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობასთან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრთან, განათლების მინისტრთან, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერთან და სოციალურ სამსახურის უფროსთან, ხელვაჩაურის გამგებელთან.
2010 წლის 16-21 აგვისტოს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვია თურქმენეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების დელეგაცია.
ა.წ. 25 სექტემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაატარა საქველმოქმედო აქცია “გადავარჩინოთ სიცოცხლე” ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, რომელიც მოეწყო მთაწმინდის პარკში.
2010 წლის 10 სექტემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში ჩატარდა ტელე-მარათონი, რომლის ორგანიზატორი ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო” იყო.
2010 წლის 22-23 სექტემბერს საქართველოს წითელი ჯვრის-ის ფილიალების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარდა ონის ფილიალის მოხალისეთა ტრენინგი პროექტის დაგეგმვასა და თემზე დაფუძნებული მოხალისეობრივი ინიციატივის განხორციელებაზე. ზემოაღნიშნული პროექტი მიმდინარეობს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციისა და დანიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით.
2010 წლის 13 აგვისტოს სასტუმროში "სტამბული" გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური ასამბლეის XXV სხდომა, რომელსაც დაესწრნენ სწჯს-ის გენერალური ასამბლეის დელეგატები, ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები, წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები და მოწვეული სტუმრები.