2010 წლის 16-21 ოქტომბერს "სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამა" ფარგლებში ცაგერში ჩატარდა თემის მოხალისეთა კატასტროფებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ჯგუფის ტრენინგი.
2010 წ. 1 ოქტომბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა (სწჯს) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელვაჩაურში ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის” გახსნის შესახებ.
2010 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მთაწმინდის პარკში ჩაატარა დასკვნითი საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად.
2010 წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წალკის ფილიალში ჩაატარა ცოდნის გავრცელების სემინარი წითელი ჯვრის მოძრაობის შესახებ. ტრენინგს ფილიალის სხვადასხვა ასაკის 10 წევრი და მოხალისე ესწრებოდა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) ყოველწლიურად აღნიშნავს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ სოციალური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში 50 ბენეფიციარი მიიწვია კინოს სახლში კინოფილმის ჩვენებაზე. პროექტის ბენეფიციარებმა სასიამოვნო საღამო გაატარეს თავის მეგობრების წრეში.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებული მოსწავლეები სოფიო გაბუნია და სალომე ხუხია იმყოფებოდნენ წყალტუბოში, საზაფხულო ბრიტანულ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სოფო და სალომე ამავდროულად არიან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ადგილობრივი ორგანიზაციის პირველი დახმარების მოხალისე ტრენერები.