:: English ::


NEWS ARCHIVE
სოციალური კვლევები ბათუმში
2010 წ. 3-10 ნოემბერს ქ. ბათუმში სწჯს-სა და ბათუმის მერიის სოციალური სამსახურის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა ბათუმში მცხოვრებ ხანდაზმულთა სოციალური კვლევები ხანდაზმულთა სოციალური მდგომარეობისა და მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების შესწავლის მიზნი, რათა სოციალუჯრი კვლევების შეფასების და ანალიზის შედეგად შემუშავდეს რეკომენდაციები ადგილობრივი მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
17.11.2010
საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების საჩუქარი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს
2010 წლის 8 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ იაშვილის სახელობის საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა განყოფილებას საჩუქრად გადასცა სარეცხის საშრობი მანაქანა.
09.11.2010
ტრენერთა ტრენინგი ბულაჩაურის “მწვანე ცენტრში”
2010 წლის 1-5 ნოემბერს ბულაჩაურის “მწვანე ცენტრში” კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მიერ ჩატარდა “მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების” ტრენინგი ტრენერთათვის. აღნიშნული ტრენინგის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო სწჯს-ის კატასტროფების დეპარტამენტი და განხორციელდა “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის” ფარგლებში.
09.11.2010
წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ცოდნის გავრცელება ქ. ცაგერში
2010 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ქ. ცაგერის მოსახლეობისთვის - კატასტროფების მართვის რეგიონული პროგრამის მოხალისეებისა და ცაგერის ფილიალის საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ჩაატარა ცოდნის გავრცელების სემინარი წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ; განიხილეს მოხალისეობის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, მოხალისის ქცევის კოდექსი წითელი ჯვრის მოხალისეობის განვითარების და ეროვნულ საზოგადოებაში გაწევრიანების გააქტიურების მიზნით.
03.11.2010
“ხუთთა კომიტეტების” ჩამოყალიბება
2010 წლის 19-28 ოქტომბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ “ხუთთა კომიტეტების” ჩამოყალიბების მიზნით ჩაატარა ცოდნის გავრცელების სემინარები წითელი ჯვრის მოძრაობის შესახებ თბილისის სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში.
03.11.2010
დანიის წითელი ჯვრის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში
2010 წ. 19-23 ოქტომბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას სამუშაო ვიზიტით ეწვია დანიის წითელი ჯვრის წარმომადგენლები: მარია გულესტრუფი, ტომ კრისტენსენი, სტინ ნილსენი და ნილს ანდერსენი. ვიზიტის მიზანი იყო გამოცდილების გაზიარება და შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრა. დანიის წითელი ჯვრის ფინანსური დახმარებით სწჯს-მ ჯერ კიდევ 2009 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტის ,,ფილიალების განვითარება ეფექტური მომსახურების გაწევით” განხორციელება ორ მიზნობრივ ფილიალში - ქ. საგარეჯოსა და ქ. გარდაბანში. ამჟამად პროექტი გრძელდება კიდევ ორ მიზნობრივ ფილიალში ქ. ხელვაჩაურსა და ქ. ონში.
02.11.2010
რუსულენოვანი ეროვნული საზოგადოებების ხელმძღვანელთა რეგიონული შეხვედრა კიევში, უკრაინა
2010 წლის 20-21 ოქტომბერს რუსულენოვანი ეროვნული საზოგადოებების ხელმძღვანელთა რეგიონული შეხვედრა ჩატარდა კიევში. შეხვედრა მიზნად ისახავდა საწესდებო და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა 31-ე საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადებას (ნოემბერი 2011).
27.10.2010
რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა ამბროლაურში
2010 წლის 13 ოქტომბერს “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის” ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით ამბროლაურში რეგიონული საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა.
27.10.2010
რეგიონული სამუშაო შეხვედრა ამბროლაურში
2010 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ორგანიზებით “სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის” ფარგლებში ერთიანი სამუშაო შეხვედრა მოეწყო ამბროლაურში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. მონაწილეებს შორის კატასტროფების რისკის შემცირებასა და კატასტროფების მართვის გამოცდილება იქნა გაზიარებული.
27.10.2010
აქცია “რთველი”
2010 წლის 13-15 ოქტომბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდა ამბროლაურში გეგმიური ტრენინგების ჩასატარებლად.
26.10.2010