:: English ::


ინტელექტუალური ვიქტორინა თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში

“წითელი ჯვრის კვირეულის” ფარგლებში, 7 მაისს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდულმა სამსახურმა თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ჩაატარა ინტელექტუალური ვიქტორინა.

ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდა წითელი ჯვრის შესახებ ცოდნის გავრცელება მოსწავლეებს შორის. Mმონაწილეობა მიიღეს თბილისის ხუთი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კერძოდ 166-ე, 23-ე, 24-ე, მე-100 და 63-ე სკოლებმა. სკოლებს შორის დიდი უპირატესობით გაიმარჯვა 63-ე სკოლის გუნდმა, რომელმაც შესანიშნავად გაართვა თავი საკმაოდ რთულ ინტელექტუალურ შეკითხვებს.

გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო საჩუქრები, კერძოდ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადასცა  გამომცემლობა ”ინტელექტი”-ის წარმომადგენელმა. მათ ასევე გადაეცათ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მაისურები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მოწოდებული ქართულ ენაზე ნათარგმნი ბუკლეტი ”ერთი იდეის ისტორია”, რომელიც წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის ისტორიას ეხება.