საქველმოქმედო აქციები მაკდონალდსა და თოჯინების თეატრში

8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობას და ფუძემდებლურ პრინციპებს.
სწჯ-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 8 მაისისადმი მიძღვნილი კვირეულის (2-8 მაისი) განმავლობაში განხორციელდება და წარიმართება ლოზუნგით:
“ჩვენი მსოფლიო – შენი ნაბიჯი”
საქველმოქმედო აქციები მაკდონალდსა და თოჯინების თეატრში
2009 წლის 3 მაისს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მაკდონალდსთან ერთად მოაწყო საქველმოქმედო აქცია ბავშვთა სახლ “სათნოების” აღსაზრდელებისათვის.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 12-მა ბავშვმა, რომელთაც მარჯანიშვილზე მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანი გაუმასპინძლდა და ასევე უზრუნველყო მათი გართობა ერთი საათის განმავლობაში.
დიტო და დათო: “სწჯს-მ უკვე მეორედ დაგვპატიჟა “მაკდონალდში”, აქ ძალიან გემრიელი საჭმელია და თან სათამაშოებსაც გვჩუქნიან, ჩვენ კიდევ სამი პატარა ძმა გვყავს და იმედია ისინიც ჩვენთან ერთად მოხვდებიან “მაკდონალდსში” და ხუთივე მოვილხენთ წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად.”
3 მაისს ასევე გაიმართა სწჯს-ის საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც თოჯინების თეატრმა დაპატიჟა 12 ბავშვი სპექტაკლზე “მხიარული ზღაპრები”. პატარებს მოეწონათ საბავშვო სპექტაკლი და სთხოვეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს მომავალშიც სურვილი გამოთქვეს ასევე სხვა სპექტაკლებზე დასწრებისა.
|