სწჯს-ს საქველმოქმედო აქცია "მუშთაიდის" პარკში

8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ და კიდევ ერთხელ ახსენებენ საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობას და ფუძემდებლურ პრინციპებს.
სწჯ-ის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები 8 მაისისადმი მიძღვნილი კვირეულის (2-8 მაისი) განმავლობაში განხორციელდება და წარიმართება ლოზუნგით:
“ჩვენი მსოფლიო – შენი ნაბიჯი”
სწჯს-ის მიერ ორგანიზებული წითელი ჯვრის კვირეულის გახსნა მოხდა 2 მაისს საქველმოქმედო აქციით მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის. თბილისის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის “სათნოების” აღსაზრდელებს ესტუმრნენ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები და წამოიყვანეს “მუშთაიდის” პარკში.
“მუშთაიდის” პარკის ადმინისტრაციამ 2 საათის განმავლობაში უზრუნველყო უფასო ატრაქციონები 35 ბავშვისათვის. “სათნოების” აღსაზრდელები მეტად გაამხიარულა სწჯს-ის ზემოაღნიშნულმა აქციამ და სთხოვეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, რომ მომავალშიც მოაწყონ მათთვის მსგავსი ღონისძიებები.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მზუნველობამოკლებულ ბავშვებს კომპანია “ტკბილი ქვეყნის” წარმომადგენლებმა დაურიგეს ტკბილეული და თავად დაესწრნენ “მუშთაიდის” პარკში გამართულ ღონისძიებას.
უნდა აღინიშნოს, რომ სწჯს ხშირად სტუმრობს ბავშვთა სახლ “სათნოებას” და რეგულარულად ატარებს საქველმოქმედო აქციებს მისი აღსაზრდელებისთვის.
|