სწჯს-ის სემინარი გარდაბანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის

2009 წლის 6 აპრილს სწჯს-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარი გარდაბანში მცხოვრები 324 იძულებით გადაადგილებული ოჯახისათვის. სემინარი ჩატარდა სწჯს-ის და ესტონეთის წითელი ჯვრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში-“იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობისა და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება.”
სწჯს-ის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია ჰიგიენის საფუძვლებთან დაკავშირებით, ასევე მოხდა ცოდნის გავრცელება ფსიქო-სოციალური და პირველი დახმარების შესახებ.
ზემოაღნიშნული ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში მოხდება ჰიგიენური ამანათების დისტრიბუცია გარდაბანში მცხოვრები 324 იძულებით გადაადგილებული ოჯახისათვის.
|