წითელი ჯვრის სემინარი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში

2009 წლის 25 მარტს სწჯს-ის ახალგაზრდულმა სამსახურმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩაატარა წითელი ჯვრის შესახებ ცოდნის გავრცელების სემინარი. სემინარს ესწრებოდა 40 მოზარდი და საერთაშორისო ურთიერთობათა წრის ხელმძღვანელ-მასწავლებლები.
სემინარზე ძირითად განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ახალგაზრდული სამსახურის სტრუქტურა, პროექტები და საქმიანობები.
სემინარის მონაწილეებმა იხილეს ახალგაზრდული წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებული ზაფხულის ბანაკის ამსახველი ვიდეო. წითელი ჯვრის ფუძემდებლური პრინციპების უკეთესად გასაცნობად წარმოდგენილი იყო ანიმაციური ფილმი.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობა დაინტერესდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობით, განსაკუთრებით ახალგაზრდულ სამსახურთან თანამშრომლობით. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები მოხალისეობის პრინციპით ჩაერთვებიან სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახურის პროექტებში.
ახლო მომავალში იგეგმება სწჯს-ის მორიგი ვიზიტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, რომლის მიზანიც იქნება სამომავლოდ ერთობლივი საქმიანობების დაგეგმვა და მოსწავლე ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა სწჯს-ის საქმიანობებში. ურთიერთშეთანხმების საფუზველზე სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახური მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელებს ჩაუტარებს სემინარებს და ტრეინინგებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
|