:: English ::


ევროპის სემინარი – პირველადი დახმარება დაუცველი ადამიანებისთვის

2009 წლის 11-12 მარტს, ლონდონში ბრიტანეთის წითელმა ჯვარმა ჩაატარა ევროპის სემინარი - “პირველადი დახმარება დაუცველი ადამიანებისთვის”. სემინარს ესწრებოდა 45 წარმომადგენელი 11 ეროვნული საზოგადოებიდან, წითელი ჯვრის/წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციიდან და სხვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც დაუცველ ადამიანებთან მუშაობენ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში. საქართველოს წითელ ჯვარს სემინარზე წარმოადგენდა ქეთევან მინდელი, ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, და თეა ჩიკვილაძე – პირველადი დახმარების განყოფილების უფროსი. 

მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: “მუშაობა ბოშებთან და მოგზაურებთან”, “მუშაობა მოხალისეებთან მიწვდნენ დაუცველ ადამიანებს”, “პროექტების ეფექტურობის გაუმჯობესება მათში ბენეფიციარების ჩართვით”, “პროექტის ზეგავლენის გაზომვა”, “მდგრადობის განვითარება” და ა.შ. გრეის ლომ, IFღჩ-ის ჯანმრთელობისა და დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მონაწილეებს გაუზიარა ფედერაციის შეხედულება პირველად დახმარებაზე დაუცველი ადამიანებისთვის და დაიან ისარდმა, პირველადი დახმარების შესასწავლი ევროპული სარეკომენდაციო (რეფერენცე) ცენტრის მენეჯერმა, წარადგინა ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საკითხზე – პირველადი დახმარება ხანდაზმულებისთვის. პრეზენტაცია “მუშაობა ხანდაზმულებთან” გააკეთა ქეთევან მინდელმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადეობის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა. “პირველადი დახმარება ხანდაზმულებისთვის”. თემამ მონაწილეთა დიდი ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა. ყველა პრეზენტაცია ძალზედ საინტერესო და შემეცნებითი იყო და განთავსდება ვებ-საიტებზე:
www.fednet.ifrc.org
www.firstaidinaction.net

სემინარის დროს შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში.

სემინარის ბოლოს, განიხილეს სამუშაო ჯგუფების აზრი; საბოლოო შეჯამება კი გააკეთა გრეის ლომ - ფედერაციის წარმომადგენელმა. შეთანხმდნენ, რომ ამგვარი სემინარების და ღონისძიებების ჩატარება, რომელიც აუმჯობესებს თანამშრომლობას, ძალიან კარგი იქნებოდა პირველადი დახმარების გასავითარებლად.