:: English ::


სწჯს ღონისძიება ყველაზე აქტიური მოხალისეებისთვის

2009 წლის 13 თებერვალს ვალენტინობის წინა ღამეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი აქტიური მოხალისეებისთვის რესტორანში ღონისძიება მოაწყო. მასში მონაწილეობას იღებდა 30 მოხალისე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "გამოზამთრების პროგრამა"-ში და მონაწილეობენ სწჯს-ს ახალგაზრდულ პროექტებში. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულის მოხალისეების უმრავლესობა მუშაობს "წითელი ჯვრის კლოუნები" - პროექტის ფარგლებში და მთელი პოსტ-კონფლიქტური პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაში, რომელიც სწჯს-ის ახალგაზრდული განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული.

ზემოხსენებული ღონისძიება მიზნად ისახავდ სწჯს მოხალისეების წახალისებას და მათი მოტივაციის ამაღლებას. წითელი ჯვრის საზოგადოებაში მომზადდა ნომინაციები და თითოეულ მოხალისეს გადაეცა ორი ჯილდო, ერთი იყო დამსახურების სიგელი და მეორე - ნომინაცია. დამსახურების სიგელი გადაეცა ყველა მოხალისეს. ნომინაციების უმრავლესობა იყო მხიარული და ბევრისთვის მოულოდნელი, მაგალითად: ჭკუამოკლე, ენა გრძელი; პატარა და მუშა, მისტერ დამრტყმელი ძალა, აქაც მე ვარ - იქაც მე ვარ, მის პრანჭია და მის სარკე და ა.შ.

დამსახურების სიგელი მათ გადასცათ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ქ-ნმა ნანა ყეინიშვილმა, რომელიც ღონისძიებაზე მივიდა, რათა კიდევ ერთხელ გამოეხატა თავისი მადლიერება სწჯს მოხალისეების მიმართ.