საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალების წარმომადგენელთა და ცენტრალური სამდივნოს თანამშრომელთა სამუშაო შეხვედრა

2009 წლის 27 თებერვალს სწჯს-ს ფილიალების უნარიანობის ამაღლებისა და განვითარების გეგმის ფარგლებში სამუშაო შეხევდრა მოეწყო ფილიალების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, სწჯს-ს მიერ ადგილობრივი რესურსების მობილიზების სფეროში მიღებული გამოცდილების გაზიარება, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს:
- სწჯს-ს ფილიალების მიერ ადგილობრივი რესურსების მობილიზების საქმიანობების დაგეგმვას;
- ადგილობრივი რესურსების მობილიზების კომპონენტის ჩართვას სხვადასხვა პროექტში, მათი მდგრადობის შენარჩუნების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ სწჯს-ს ფილიალების თავმჯდომარეები, ცენტრალური ოფისის თანამშრომლები, ადგილობრივი ორგანიზაციების აღმასრულებელი მდივნები და მოხალისეები, რომლებიც ამავდროულად შეთანხმებული ოპერაციული პროგრამით შერჩეულ მიზნობრივ რეგიონებში ჩამოყალიბებული სწრაფი რეაგირების ჯგუფის წევრებს წარმოადგენენ. შეხვედრას სულ 30 მონაწილე ესწრებოდა.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო 2009 წლის განმავლობაში დაგეგმილ კამპანიის გაცნობას, რომლის ფარგლებშიც მოხდება სამი საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, კერძოდ 150 წელი სოლფერინოს ბრძოლიდან- წჯ/წნ საერთაშორისო მოზრაობის 150 წლისთავი, ფედერაციის 90 წლისთავი და 60 წელი ჟენევის კონვენციების ხელოწერის დღიდან. სწჯს-ის საინფორმაციო ოფიცერმა დეტალურად გააცნო დაგეგმილი კამპანია სემინარის მონაწილეებს და დაისახა სწჯს-ის მიერ განსახორციელებელი საქმიანობების ერთობლივად შემუშავების გეგმა.
ადგილობრივი რესურსების მობილიზების პრაქტიკული გაკვეთილების გაზიარებამ განაპირობა შეხვედრაზე დამსწრე სწჯს-ს ფილიალების წარმომადგენელთა აქტიურობა; შეხვედრაზე ასევე აღინიშნა:
- ადგილობრივ დონეზე რესურსების მობილიზების მეთოდების ეფექტურობა ფილიალთა შესაძლებლობებისა და უნარიანობის ამაღლების მიზნით.
- სწჯს-ს ფილიალების წარმომადგენლებთან სისტემატური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
- ცენტრალური ოფისის თანამშრომელთა სამუშაო ჯგუფის ან ადგილობრივი რესურსების მობილიზების სფეროში გამოცდილი ფილიალების წარმომადგენელთა სისტემატური ვიზიტები სხვა ფილიალებში გამოცდილების გაზიარების მიზნით.
|