წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება

2012 წლის 20 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) კატასტროფების მართვის დეპარტამენტმა, წჯ/წნ საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით ჰუმანიტარული დახმარება გაუწია თბილისის, გურჯაანის, საგარეჯოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში 12-13 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ 400 ოჯახს.
დაზარალებული ოჯახების იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების განსაზღვრა მოხდა შეფასების საფუძველზე, რომელიც სწჯს თანამშრომლებმა და მოხალისეებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებით ჩაატარეს დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში. ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სწჯს-ის თანამშრომლები და მოხალისეები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები.
დახმარების მიმღებმა ბენეფიციარებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობისათვის, რისთვისაც მადლობა გადაუხადეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას.
|