:: English ::


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დღეს "წითელი ჯვრის კვირეულს" გახსნის

კვირეულის ფარგლებში დღეს აღმაშენებლის, გამსახურდიასა და ყაზბეგის გამზირებზე შემოწირულობის ყუთები განთავსდება. ხვალ, 4 მაისს კი ხანდაზმულთათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართება.

კვირეული 7 მაისს ბავშვებისთვის საქველმოქმედო ღონისძიებით გაგრძელდება. 8 მაისს სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან "მშვიდობის ხიდამდე" წითელი ჯვრის მოხალისეების მსვლელობა მოეწყობა. 10 მაისს გასართობი ღონისძიება კოჯრის ბავშვთა სახლში გაიმართება, ხოლო 11 მაისს კვირეული საქველმოქმედო აქციით დასრულდება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ყოველწლიურად 188 ქვეყანა საზოგადოებას წითელი ჯვრის ისტორიას, როლს, მნიშვნელობასა და ფუძემდებლურ პრინციპებს კიდევ ერთხელ შეახსენებს.