საახალწლო აქცია თბილისის ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში

2011 წლის 27 დეკემბერს თბილისში სწჯს-ის ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში გაიმართა საახალწლო აქცია ხანდაზმულთათვის, სადაც შეიკრიბნენ ცენტრის ბენეფიციარები, წითელი ჯვრის მოხალისეები და თანამშრომლები, ასევე ვარკეთილის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სიმღერისა (სტუდია ”ივერიონი”) და ცეკვის სტუდიების მოსწავლეებმა ხანდაზმულთათვის კონცერტი გამართეს. ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ცენტრის ბენეფიციარები მოხალისეებთან ერთად. ეს იყო კიდევ ერთი ლამაზი საღამო,რომელიც ხანდაზმულთა მიერ განვლილ ღირსეულ ცხოვრებას მიეძღვნა. კონცერტის დასასრულს საზეიმო ვითარებაში გაიჭრა ტორტი და ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
|
|
 |