:: English ::


საშობაო გამოფენა-გაყიდვა

2011 წლის  10 დეკემბერს “სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა საშობაო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამაც მიიღო მონაწილეობა. გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო სწჯს-ის ბენეფიციართა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. სულ აღნიშნულ ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო სწჯს-ს ოთხმა ფილიალმა (თბილისი,ქუთაისი, გარდაბანი და საგარეჯო).

მთელი დღის განმავლობაში სწჯს-ის მოხალისეები ავრცელებდნენ საინფორმაციო მასალებს და მოუწოდებდნენ გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს შეეძინათ ხანდაზმულთა ნამუშევრები და ამგვარად დახმარებოდნენ მათ. მსგავსი აქციები ხელს უწყობს როგორც ბენეფიციარების შესაძლებლობების  წარმოჩენას, ასევე საკუთარი ნამუშევრების შეფასებას. ისინი ენთუზიაზმით აღსავსენი  ემზადებიან მომავალი გამოფენისათვის.