გენერალური ასამბლეის XVIII სესია

2011 წლის 23 ნოემბრიდან - 1 დეკემბრამდე ქ. ჟენევაში გაიმართა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური ასამბლეის XVIII სესია, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის 31-ე საერთაშორისო კონფერენცია და დელეგატთა საბჭოს სხდომა. მიმდინარე შეხვედრებში მონაწილეობდა 180 ქვეყნის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება;
მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებულია 186 ეროვნული საზ ოგადოება, წელს მათ რიცხვს კიდევ ერთი დაემატა - მალდივიის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება.
24 ნოემბერს გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც საერთაშორისო ფედერაციამ დიპლომი გადასცა რვა ქვეყნის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდულ სამსახურს პროექტისათვის: “ერთად შევქმნათ ჯანსაღი მსოფლიო”, კატეგორიაში “ჯანსაღი ახალგაზრდობა ქმნის ჯანსაღ მსოფლიოს”.
28 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ქალბატონმა ნანა ყეინიშვილმა ხელი მოაწერა სამმხრივ ხელშეკრულებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასა და ეროვნულ საზოგადოებას შორის. ამავდროულად, მოძრაობის კომპონენტებს შორის მსგავს სამმხრივ ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ჟენევაში ქალბატონი ნანა ყეინიშვილი შეხვდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ტადატერო კონოეს, რომელიც, აგრეთვე, იაპონიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი გახლავთ. მან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მადლობის ნიშნად გადასცა სიგელი იაპონიაში მოხდარი მიწისძვრის დროს დაზარალებულთათვის დროული დახმარების გაწევისათვის.Aასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება იაპონიის წითელი ჯვრის საზოგადოებასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე.
აქტიური კონტაქტების დამყარების მიზნით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დელეგაციის მიერ მოეწყო შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული საზოგადოებების წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრები ითვალისწინებდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და სხვა ქვეყნების ეროვნულ საზოგადოებებს შორის დახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის გარღმავებას, ასევე ახალი კონცეფციების ჩამოყალიბებას.
|