:: English ::


,,მრგვალი მაგიდა" ქ. საგარეჯოსა და ქ. გარდაბანში

2010 წლის 11 ივნისს ქ. გარდაბანში, ხოლო 15 ივნისს ქ. საგარეჯოში გაიმართა ,,მრგვალი მაგიდა" ადგილობრივი ხელისუფლების, სწჯს-ს მოხალისეთა და პროექტის ბენეფიციართა, მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. სწჯს-ის მოხალისეთა ჯგუფებმა წარმოადგინეს ანგარიშები გაწეული საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდა პროექტის ,,ფილიალების განვითარება ეფექტური მომსახურების გაწევით" ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (დანიის წითელი ჯვრის დაფინანსება) მხარდაჭერით მიმდინარეობს.


ზემოაღნიშნული შეხვედრების მონაწილეებმა დაადასტურეს აქტუალურობა იმ საკითხების, რომლის ირგვლივაც განხორციელდა ახალგაზრდული ინიციატივები და გაიმართა მსჯელობა გამოწვევათა გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე. ადგილობრივ დონეზე შედგა დიალოგი გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ბენეფიციარებს შორის. შეხვედრის მონაწილეთა შორის მიღწეული იქნა წინასწარი შეთანხმება თემზე დაფუძნებული ახალი ინიციატივების განსახორციელებლად საჭირო ფინანსურ თანამონაწილეობაზე.