:: English ::


ახალგაზრდული საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი თურქეთში

2010 წლის 2 - 12 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ოთხმა მოხალისემ და ახალგაზრდული სამსახურის ოფიცერმა თურქეთის წითელი ნახევარმთვარის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოეწყო ქალაქ ბურსაში.


ბანაკის მიზანს წარმოადგენდა 12 ქვეყნის ეროვნული საზოგადოების მოხალისეების დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება, ტრადიციებისა და ეროვნული ჩვეულებების გაცნობა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებმა მონაწილეობა მიიღეს ბანაკის კულტურულ ღონისძიებებში. წარმოდგენილი იქნა ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები. მოეწყო ეროვნული საღამო, სადაც ქვეყნებმა წარმოაჩინეს ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციული კერძები.


Uუნდა აღინიშნოს, რომ სწჯს-ის მოხალისეები ყოველდღიურად ესწრებოდნენ ცეკვის, სიმღერისა და ხატვის გაკვეთილებს. აქტიურად იყვნენ ჩართული ბანაკის შემეცნებით თუ სპორტულ ღონისძიებებში. ბანაკის საზაფხულო ცხოვრებას თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ადგილობრივი პრესა და ტელევიზია აშუქებდა.


მოზარდებმა აიმაღლეს ცოდნა წ/ჯ და წ/ნ საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების შესახებ და დაუმეგობრდნენ სხვადსხვა ქვეყნების წარმომადგენლებს.