შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის

2010 წლის 5 აგვისტოს სასტუმროში რადისონ ბლუ ივერია მოეწყო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კატასტროფების მართვის დეპარტამენტი, რომელიც რეგულარულად აწყობს მსგავსი ხასიათის სამუშაო შეხვედრებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების 24-მა წარმომადგენელმა და ასევე ოთხი პიროვნება იმყოფებოდა სამთავრობო სტრუქტურებიდან.
შეხვედრის დროს IMMAP-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო " OASIS"-ის ელექტრონული ბაზის პროგრამა. ხაზგასმულ იქნა ის ფაქტი, რომ ეს ელექტრონული მონაცემთა ბაზა რესურსების განსაზღვრის მეტად ეფექტური საშუალებაა და მნიშვნელოვანია ყველა რესურსის ერთ მონაცემთა ბაზაში თავმოყრა.
რესურსების განსაზღვრის გეგმა და კატასტროფების დროს კოორდინაციის სტრატეგია ასევე წარმოადგენდა შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს კატასტროფებისათვის მზადების გეგმების კონსოლიდაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
|