საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური ასამბლეის XXV სხდომა

2010 წლის 13 აგვისტოს სასტუმროში "სტამბული" გაიმართა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური ასამბლეის XXV სხდომა, რომელსაც დაესწრნენ სწჯს-ის გენერალური ასამბლეის დელეგატები, ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები, წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორები და მოწვეული სტუმრები.
გენერალური ასამბლეა წარიმართა შემდეგი დღის წესრიგის მიხედვით:
1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტის მიმართვა;
2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გაწეული საქმიანობის თხრობითი და ფინანსური ანგარიში (2008-2009წწ.)
3. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საფინანსო კომისიის ანგარიში;
4. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მომავალი სამეურნეო წლის ბიუჯეტის პროექტი (2010-2011წწ.);
5. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოქმედ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
6. არჩევნები და დანიშვნები
უნდა აღინიშნოს, რომ დამსწრე საზოგადოება მეტად კმაყოფილი დარჩა სწჯს-ის მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს ანგარიშით. პრეზიდენტმა საგანგებოდ მოუხადა მადლობა სამდივნოს თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსათვის და იმ წვლილისთვის რომელიც მათ შეაქვთ ეროვნული საზოგადოების განვითარებაში.
გენერალური ასამბლეის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი იყო მოხალისეებისა და იმ პირების დაჯილდოება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ეროვნული საზოგადოების განვითარებაში. გენერალურ ასამბლეამდე სწჯს-მ ჩაატარა მოხალისეთა კონკურსი და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებულები: ცალკეული მოხალისე თუ მოხალისეტა ჯგუფი. სულ 72 მოხალისეს გადაეცა სიგელი. სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით მოხალისეების პარალელურად დაჯილდოვდნენ წჯ/წჯ საერთაშორისო ფედერაციისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები.
|