:: English ::


სწჯს-ის თანამშრომელთა ვიზიტი ახალციხის ფილიალში

2010 წლის 6 ივლისს სწჯს-ის სათაო ოფისის სამი თანამშრომელი ეწვია სწჯს-ის ახალციხის ფილიალს და მოაწყო სემინარი, რომლის შედეგადაც ფილიალის ხელმძღვანელობამ და ცხრა მოხალისემ აიმაღლა ცოდნა წითელო ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასთან დაკავშირებით. სწჯს-ს თამანშრომლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული მიმართულებები იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სწჯს-ის ხილვადობა და იმიჯი რეგიონებში.

ზემოაღნიშნულის გარდა სწჯს-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს სემინარი რესურსების მობილიზებასთან დაკავშირებით მათ შორის განხილულ იქნა ფონდების მოძიების მიმართულება. ფონდების მოძიების ოფიცერმა დეტალურად მიმოიხილა ფონდების მოძიების მეთოდები, წარმატებული მაგალითები, რომელთა განხორციელებაც უშუალოდ მოხალისეების ინიციატივა იყო. ასევე მოხდა ინფორმაციის გავრცელება ბელორუსიის წითლი ჯვრის ფონდების მოძიების სამსახურთან დაკავშირებით.

ზემოხსენებული ვიზიტის ფარგლებში სწჯს-ის სათაო ოფისის წარმომადგენლებმა ფილიალის მოხალისეებსა და ხელმძრვანელობას გააცნეს "ხუთთა კომიტეტის" იდეა და წარუდგინეს ინიციატივის განხორციელებისათვის საჭირო პროექტი. პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ახალციხის #6 საჯარო სკოლაში და "ხუთთა კომიტეტის" შექმნის იდეამ მეტად დააინტერესა სემინარის მონაწილე მოხალისეები. განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობა, კონკრეტული დავალებები მიეცა საკონტაქტო პირებს ფილიალში.