:: English ::


სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის (DIPECHO)პრეზენტაცია

2010 წლის 2 ივლისს 11 საათზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სათაო ოფისში (ჯ.კახიძის 15) მოეწყო პრესკონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მოხდა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის (DIPECHO)პრეზენტაცია.

 

სწჯს ზემოაღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ევრო კომისიის, (DIPECHO), დანიის წითელი ჯვრისა და ისლანდიის წითელი ჯვრის საზოგადოებების თანადაფინანსებით. თემზე დაფუძნებული კატასტროფათა რისკის შემცირების პროგრამა ხორციელდება სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში, საქართველოსა და სომხეთში, წითელი ჯვრის ეროვნულ საზოგადოებებთან ერთად. პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს თემის წევრებისათვის კატასტროფების ნეგატიური ეფექტის მინიმალიზება და მათი ცოდნის გაღრმავება კატასტროფებზე რეაგირების დარგში.

საქართველოში ჩასატარებელი საქმიანობების არეალი მოიცავს რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონს, კონკრეტულად ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხი. აღნიშნული რაიონები მდებარეობს მთიან ზონაში და სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისადმი არიან მიდრეკილნი, როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი. Pპროგრამის ფარგლებში იგეგმება კატასტროფათა რისკის შემცირების საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალების შემუშავდება განათლების სამინისტროს, საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტთან და სხვა ორგანიზაციებთან, როგორიცაა OXFAM და UNICEF მჭიდრო თანამშრომლობით. ასევე ადგილობრივ დონეზე მოხდება კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების მოხალისეთა ჯგუფების მობილიზება და მათი შესაბამისი სწავლება.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხო ადგილობრივი თემების განვითარების რეგიონული პროგრამის (DIPECHO) მოქმედების ვადაა 15 თვე, 2010 წლის 15 აპრილიდან 2011 წლის 15 ივლისამდე.