სწჯს-ის თანამშრომლების სამუშაო ვიზიტი აზერბაიჯანის წითელი ნახევრმთვარის საზოგადოებაში

2010 წლის 17-19 ივნისს სწჯს-ის სამი თანამშრომელი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება ფონდების მოძიების სფეროსა და ნაღმების პროგრამასთან დაკავშირებით. გამოცდილების გაცვლის მიზნით მოეწყო შეხვედრები მასპინძელი ეროვნული საზოგადოების თანამშრომლებთან, რომლებმაც სწჯს-ის წარმოამგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ზემოხსენებულ სფეროებთან დაკავშირებით.
აზერბაიჯანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების პრეზიდენტმა პირადად გააცნო სწჯს-ის წარმომადგენლებს ეროვნული საზოგადოების განვითარების მოდელი, ხაზი გაუსვა ეროვნული საზოგადოების მიერ მთავრობასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, ისევე როგორც ბიზნეს სექტორთან თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
სწჯს-ის თანამშრომლების მიერ წარმოდგენილმა იდეამ "ხუთთა კომიტეტების" ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოიწვია აზერბაიჯანელ კოლეგებში. განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის გზები და დაიგეგმა კონკრეტული ქმედებები.
|