:: English ::


8 მაისისადმი მიძღვნილი სწჯს-ის მოხალისეების მსვლელობა საგარეჯოში

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქ. საგარეჯოში სწჯს-ის საგარეჯოს ფილიალის მოხალისეთა მიერ დამზადებულ იქნა პოსტერები, რომლებიც განთავსდა საჯარო სკოლებში და კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას წითელი ჯვრის მნიშველობისა და როლის შესახებ.

2010 წლის 10 მაისს სწჯს-ის 15-მა მოხალისემ მოაწყო მსვლელობა აღმაშენებლის ქუჩაზე. მსვლელობის განმავლობაში ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციას ზოგადად წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ. მოხალისეები პასუხობდნენ ფეხით მოსიარულეთა მიერ დასმულ შეკითხვებს და მოსახლეობაში ავრცელებდნენ სწჯს-ის საინფორმაციო მასალებს ბიულეტენებისა და ბუკლეტების სახით.
უნდა აღინიშნოს, რომ სწჯს-ის საგარეჯოს ფილიალი ერთ ერთია იმ ფილიალთა შორის, რომელმაც ადგილობრივ დონეზე აღნიშნა 8 მაისი-წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე.