:: English ::


ბიზნესი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს სოციალური სფეროს მხარდაჭერისათვის

საქართველოში მოქმედი ბიზნეს სექტორი  ამჟღავნებს სოციალურ პასუხისმგებლობას. 2010 წლის 28 ივნისს შპს ტავ ურბან საქართველო-თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა ბ-ნ მეთე ერკალიმ და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა ბ-ნ გოჩა ღუჭაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის ხელშრკრულებას კორპორაციული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ზემოაღნიშნულ თანამშრომლობას ბიზნესსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციას შორის წინ უსწრებდა 2008 წლიდან შპს ტავ ურბან საქართველოს მონაწილეობა სწჯს-ის მიერ განხორციელებულ საქველმოქმედო აქციებში, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ასევე განათავსა სწჯს-ის შემოწირულობის ყუთი აეროპორტის გამგზავრების დარბაზში.

შპს ტავ ურბან საქართველო კორპორაციული თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობით ხელს შეუწყობს სწჯს-ის მიერ ჰუმანიტარული დახმნარების განხორციელებას ყველაზე უმწეო ადამიანებისათვის.  ყოველწლიურად სწჯს 12 000 ყველაზე უმწეო ადამიანს ეხმარება სხვადასხვა მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებით. ეროვნული საზოგადოენა ატარებს პირველი დახმარების სწავლებას, ახორციელებს კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფას, ასევე ხორციელდება უმწეო ხანდაზმულთა ბინაზე მოვლა, ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი და სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება სხვადასხვა ბავშვთა სახლებში. ყველა ზემოხსენებული საქმიანობა მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს და სწორედ ამ მიზნით სწჯს მიმართავს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებს და უზრუნველყოფს პროგრამების წარმატებულ განხორციელებას.

ზემოაღნიშნული პროგრამა საშუალებას მოგცემთ თქვენი წვლილი შეიტანოთ იმ სოციალური გამოწვევების პროაქტიულ გადაწყვეტაში, რომლებიც საზოგადოებრივი თემის განვითარებას ისახავს მიზნად. კორპორაციული თანამშრომლობის პროგრამა თქვენს საქმიანობას საშუალებას მისცემს დაუკავშირდეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ მოძრაობას – წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას.

კორპორაციული თანამშრომლობის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით სწჯს-ს ნომერზე (+995 32) 96 10 92/94 30 08 ან ეწვიეთ ეროვნული საზოგადოების ვებ გვერდს www.redcross.ge და იხილეთ კორპორატიული თანამშრომლობის პროგრამის ბროშურა.