:: English ::


8 მაისის აღნიშვნა სწჯს-ის ბათუმის ფილიალში

2010 წლის 8 მაისს - წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბათუმის ფილიალმა მოხალისეთა მსვლელობა მოაწყო.
მსვლელობაში ბათუმის ფილიალის 10 მოხალისე იღებდა მონაწილეობას. მოხალისეები დაახლოვებით 2 საათის განმავლობაში ბათუმის ცენტრალურ ქუჩებსა და ბულვარში არიგებდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბუკლეტებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს.


აღნიშნული მსვლელობით უამრავი ადამიანი გაეცნო წ/ჯ და წ/ნ საერთაშორისო მოძრაობასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას.