8 მაისის აღნიშვნა სწჯს-ის ქუთაისის ფილიალში

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ქუთაისის ფილიალმა წითელი ჯვრის საერთაშორისო დღე სხავდასხვა ღონისძიებებით აღნიშნა. ერთ ერთ აქციას ესწრებეოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელი ეკა მინჯორაია, ასევე ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 57-მა ახალგაზრდა და ხანდაზმულმა მოხალისემ.
2010 წლის 8 მაისს 12-00 საათზე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ზემოაღნიშნულის პარალელურად მიმდინარეობდა "ხუთთა კომიტეტის" წევრი მოხალისეების მიერ ფონდების მოძიების აქცია სწჯს-ის შემოწირულობის ყუთების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ აღნისნულ საქმიანობაში ახალგაზრდებს მეტად დაეხმარნენ ხანდაზმული მოხალისეებიც. მოგვიანებით 13-00 საათზე ქალაქის ცენტრალურ ბაღში დაიწყო კონკურსი ხატვაში თემაზე "ომი და წითელი ჯვარი". კონკურსში მონაწილეობას ღებულობდა როგორც წითელი ჯვრის მოხალისეები ასევე აქციით დაინტერესებული ახალგაზრდები. კონკურსის შეფასება მოხდება ქუთაისის რესურს ცენტრის წარმომადგენლების მიერ და სამ გამარჯვებულს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი.
8 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა საზეიმო ვახშმით, რომელზეც მიწვეულ იყვნენ ღონისძიებების მონაწილე აქტიური მოხალისეები.
|