ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოეწერა

2010 წლის 4 ივნისს ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრსა (ოფნსც) და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას (სწჯს) შორის ხელი მოეწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების (ოფნ) მსხვერპლთა შესახებ არსებული მონაცემებისა და მათ საჭიროებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა კოორდინაციას და თანამშრომლობას საქართველოში ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი ფილიალების ქსელის მეშვეობითა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის პარტნიორის - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის აქტიური ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეაგროვებს მონაცემებს ნაღმების/ოფნ მსხვერპლთა და მათი საჭიროებების შესახებ და, ამავდროულად, შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და იხელმძღვანელებს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპებით.
დღესდღეობით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ზემოაღნიშნული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრს გადასცა საქართველოში ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების (ოფნ) მსხვერპლთა მონაცემებისა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შემცველი 187 ფორმულარი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თანამონაწილე მხარე ამ საქმიანობას მაღალკვალიფიციურ დონეზე ასრულებს.
|