:: English ::


წითელი ჯვრის საერთაშორისო დღე სწჯს-ის გარდაბნის ფილიალში

წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის - 8 მაისის აღსანიშნავად, სწჯს-ის გარდაბნის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ორი დღის მანძილზე სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა.


7 მაისს გარდაბნის ფილიალის ჯანდაცვის კაბინეტის წარმომადგენლები შეხვდნენ გარდაბანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს და განიხილეს მოსახლეობის ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. ამავე დღეს გარდაბნის ფილიალის ოფისში მოეწყო სემინარი ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით,. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ზაფხულის პერიოდში მწერებისაგან თავდაცვის მიზნით ბინების დეზინფექციის შესახებ.


8 მაისს იძულებით გადაადგილებულ პირებს კონსულტაცია ჩაუტარა ექიმმა -ენტეროლოგმა; ზემო აღნიშნულ პირებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ასევე მოეწყო შეხვედრა ხანდაზმულთა კომიტეტთან, რასაც მოყვა ფურშეტი ხანდაზმულებისათვის.


სწჯს მიესალმება იმ ფაქტს, რომ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღე აღინიშნება როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე ფილიალების ხელმძღვანელობისა და მოხალისეების აქტიური ჩართულობით.