:: English ::


წითელი ჯვრის კვირეულის დახურვა ფონდების მოძიების აქციით

8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა და მთელს მსოფლიოში აღინიშნება. სწჯს-მ ამ ღირშესანიშნავ თარიღს მთელი კვირეული მიუძღვნა (3-8 მაისი), რომელიც დასრულდა 8 მაისს ფონდების მოძიების მასშტაბური აქციით კ. გამსახურდიას გამზირზე.


ამ დღეს ფონდების მოძიების პარალელურად გაიმართა სწჯს-ის მოხალისეთა მსვლელობა, რომელმაც წითელი ჯვრის ლამაზი ფორმებითა და ბუშტებით გამვლელთა ყურადღება მიიპყრო. წითელი ჯვრის მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ავრცელებდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობს შესახებ და აცნობებდნენ მოსახლეობას წითელი ჯვრის საერთაშორისო დღის შესახებ.


საინფორმაციო მასალების დარიგებისას სწჯს-ის მოხალისეები პასუხობდნენ მოქალაქეთა მიერ დასმულ შეკითხვებს და ამასთანავე მოუწოდებდნენ გაეღოთ შემოწირულობა სწჯს-ის "ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის" პროექტის ბენეფიციარი მიუსაფარი მოხუცებისათვის. ფონდების მოძიების აქცია სწორედ ზემოხსენებული პროექტის ბენეფიციარებს ეძღვნებოდა და შეგროვილი თანხაც მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.


სწჯს ტრადიციულად წითელი ჯვრის კვირეულით აღნიშნავს 8 მაისს და კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას ამ ორგანიზაციის მისიას და დანიშნულებას. წინა წლების მსგავსად წელსაც არაერთი საინტერესო აქცია ჩატარდა და დახმარება გაეწია გასაჭირში მყოფ ადამიანებს.