სწჯს-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მოლდავეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

2010 წლის 23-24 აპრილს სწჯს-ის სამუშაო ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში მოლდავეთში, კერძოდ კიშინიოვში მოეწყო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია "მეორე სუნთქვა"-სა და "ჰელპეიჯ მოლდოვა"-ს ხელმძღვანელობასთან, რომლებიც 10 წელია მოლდავეთის მთავრობასთან და ევროკავშირთან პარტნიორობით ახორციელებენ ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტებს კიშინიოვსა და მოლდოვეთის სხვა რაიონებში.
სწჯს-ის სამუშაო ჯგუფის წევრებმა (უმწეო ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტის თანამშრომლები, ადვოკატირებისა და მედია ჯგუფის ლიდერები) მოინახულეს ხანდაზმულთა და ინვალიდთა დღისა და ღამის სოციალური ცენტრები, მოეწყო შეხვედრა სოციალური ცენტრის პერსონალთან, მოხალისეებთან და ბენეფიციარებთან, გაეცნენ მიმდინარე საქმიანობებს და ისაუბრეს საქართველოსა და მოლდავეთში მიმდინარე სოციალური მხარდაჭერის პროექტების მსგავსებებსა და განსახვავებებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიღწეულ შედეგებზე ორივე ქვეყანაში და დაიგეგმა რეგულარულად მოხდეს გამოცდილების გაზიარება.
|