"ხუთთა კომიტეტის" ჩამოყალიბება წეროვანის საჯარო სკოლაში

2010 წლის 7 მაისს "წითელი ჯვრის კვირეულთან" დაკავშირებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ წეროვანის საჯარო სკოლაში "ხუთთა კომიტეტი" ჩამოაყალიბა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდული სამსახურისა და რესურსების მობილიზების ოფიცრებმა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობების შესახებ ისაუბრეს. განხილულ იქნა ეროვნული საზოგადოების სხვადასხვა საქველმოქმედო აქციები, რომლებიც უშუალოდ მოხალისეების მონაწილეობით ხორციელდება.
მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხრიდან დაისვა უამრავი შეკითხვები. სემინარის დასასრულს გამოვლინდნენ წითელი ჯვრის "ხუთთა კომიტეტის" წევრები, რომლებიც არჩევნების შედეგად მოხვდნენ ამ კომიტეტის შემადგენლობაში.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გეგმავს აქტიურად ითანამშრომლოს წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მაქსიმალურად ჩართოს აქტიური მოსწავლეები საქველმოქმედო აქციებში.
|