:: English ::


შემოწირულობის ყუთის პრეზენტაცია კაფეში "პროსპეროს წიგნები"

2010 წლის 6 მაისს "წითელი ჯვრის კვირეულთან" დაკავშირებით, კაფეში "პროსპეროს წიგნები" (რუსთაველის 34) მოეწყო წითელი ჯვრის შემოწირულობის ყუთის პრეზენტაცია.
აქციის ორგანიზებაში სწჯს-ის თანამშრომლებთან ერთად წითელი ჯვრის მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას. მათ გაავრცელეს ბუკლეტები ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.


აღნიშნული შემოწირულობის ყუთიდან შემოსული თანხები მოხმარდება სწჯს-ის თბილისის მარტოხელა ხანდაზმულთა სოციალური მხარდაჭერის პროექტის ბენეფიციარებს მათი საჭიროებების გათვალისწინებით.
შემოწირულობის ყუთის გახსნას დაესწრო კომპანია "სიქორ ინვაირონმენთალის" წარმომადგენელი ჯონ ბოლინჯერი, რომელმაც მარტოხელა ხანდაზმულთათვის კომპანიის სახელით პირველი შემოწირულობა გაიღო.


საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მადლობას უხდის კაფე ‘'პროსპეროს წიგნების" მენეჯმენტს, ვინაიდან მათი მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება არაერთი გაჭირვებული ადამიანის დახმარება.