სწჯს-ის სემინარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლებისათვის

2010 წლის 15 აპრილს სწჯს-მ ჩაატარა სემინარი წითელი ჯვრის თემატიკაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლებისათვის. სემინარში შტაბის ოცმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა და სწჯს-ის თანამშრომლებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ.
სწჯს-მ წარმომადგენლებმა ისაუბრეს ეროვნული საზოგადოების პროგრამების შესახებ, ასევე მიმოიხილეს სწჯს-ის პრიორიტეტული მიმართულებები, კანონი სწჯს-ის შესახებ და საქართველოს კანონი წითელი ჯვრის ემბლემის შესახებ.
სემინარის მონაწილეები მეტად დააინტერესა განხილულმა საკითხებმა, დაისვა უამრავი საინტერესო შეკითხვა, რასაც მოჰყვა დისკუსია. სწჯს-ის თანამშრომლები სიამოვნებით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ სემინარის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია ჰუმანიტარულ სფეროში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას და მოთხოვნის შემთხვევაში მომავალშიც ჩაატარებს ანალოგიური ხასიათის სემინარებს.
|