:: English ::


"ხუთთა კომიტეტის" დაარსება ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში

2010 წლის 4 მაისს წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ბრიტანულ- ქართულ აკადემიაში ჩატარდა წითელი ჯვრის შესახებ ცოდნის გავრცელების სემინარი და მოხდა ხუთი მოსწავლისაგან შემდგარი კომიტეტის არჩევა.


სწჯს-ის შესახებ ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საინფორმაციო სამსახურის ოფიცერმა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა და დეტალურად აღწერა სწჯს-ის პრიორიტეტული მიმართულებები, ამჟამინდელი საქმიანობები, ასევე სწჯს-ის ახალგაზრდული წითელი ჯვრის პროექტები და სამომავლო გეგმები.
მოსწავლეები სიხარულით შეხვდენენ ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში "ხუთთა კომიტეტის" ჩამოყალიბების ინიციატივას. სემინარის დროს დაისვა უამრავი საინტერესო შეკითხვა და გაიმართა დისკუსია.მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს გახდნენ წითელი ჯვრის მოხალისეები.


სწჯს-ის ახალგაზრდული სამსახური აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ბრიტანულ ქართულ აკადემიასთან. ეროვნული საზოგადოება ჩართავს სასწავლებლის სტუდენტებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში.
8 მაისი წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეა. მოძრაობისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისში 3 მაისიდან მიმდინარეობს.